Home Events

11 მაისს, კინოთეატრ ამირანში საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი CinéDOC-Tbilisi საზეიმოდ გაიხსნა.

ფესტივალი ცნობილი გერმანელი კინოდოკუმენტალისტის, კაროლინ გენრაიტის გახმაურებული ფილმით – „ბედნიერი“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად თავად რეჟისორი –  კაროლინ გენრაიტი და მისი მამა, ფილმის მთავარი გმირი დაესწრნენ.

ფილმი „ბედნიერი“ საერთაშორისო საკონკურსო სექციაში იღებს მონაწილეობას, ესაა ფილმი 60 წლის კაცზე, რომელსაც დაბერებასთან ერთად სიმარტოვის შიში აქვს და სიყვარულის ძიებაშია.

წელს CinéDOC-Tbilisi-ს სტუმარი ქვეყანა ლიტვაა, სპეციალურად ამ ფესტივალისთვის ლიტვის კინოცენტრის დირექტორი, როლანდას კვეიტკაუსკასი თავის დელეგაციასთან ერთად ჩამოდის.

ფესტივალი 16 მაისს დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს 68 ფილმი მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. ჩვენებებს უმასპინძლებენ კინოთეატრები: რუსთაველი, ამირანი, კინოს სახლი, ღია ჩვენებებს კი მზიური და Backstage 76.

13 მაისს, 20:00 საათზე, “ბედნიერის” კიდევ ერთი ჩვენება მოეწყობა კინოთეატრ “ამირანში”, რომელსაც რეჟისორი დაესწრება.

შენ რას იტყვი?