Home Events

გოგოებო, გოგოებო, გოგოებო! ხშირად ვდარდობთ ხოლმე იმაზე, თუ როგორ გვაკლია გასართობი ამ ქალაქში. ხშირად ვწუწუნებთ, რომ საინტერესო არაფერი ხდება და თუ ხდება, ჩვენ ყოველთვის გვიან ვიგებთ. ამიტომ მინდა ყველამ გაიგოთ და დაიმახსოვროთ სილამაზის ფესტივალის შესახებ, რომელიც შაბათს “ქარვასლაში” ჩატარდება.

beauty festival

ბოლო პერიოდში, სავაჭრო ცენტრში “ქარვასლა” მუდმივად რაღაც საინტერესო ხდება. ალბათ გახსოვთ, რომ წინა ჯერზე აქ 8 მარტი პომპეზურად აღნიშნეს და სხვადასხვა კომპანიებმა ქალბატონებს უამრავი სიურპრიზი მოუწყვეს. მას შემდეგ შაბათობით ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა “ქარვასლაში” სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრება.

მე პირადად მოგიწოდებთ, ამ ტრადიციის მონაწილეები Pink.ge-ს ავტორები და მკითხველებიც გავხდეთ და შაბათს,  3 მაისს, 2 საათზე “ქარვასლაში” სილამაზის ფესტივალს ერთად ვეწვიოთ.

born to shop

ყველა აქ მოსულ ქალბატონს შეეძლება გაიკეთოს:

  • პროფესიული მაკიაჟი,
  • ვარცხნილობა,
  • მანიკური,
  • მასაჟი,
  • ჩაიტაროს სახის პროცედურები,
  • მოსინჯოს უამრავი თავის მოვლის საშუალება და სუნამო,
  • გადაიღოს სტუდიური პროფესიული ფოტო,
  • დააგემოვნოს უგემრიელესი ღვინო,
  • მოისმინოს სასიამოვნო მუსიკა
  • და მოიგოს უამრავთაგან ერთ-ერთი საჩუქარი.

თუ ოჯახში პატარა გყავთ, ისიც წამოიყვანეთ, მათთვის სპეციალურად საბავშვო კუთხე მოეწყობა.

აქვე, შოპინგის მოყვარულებისთვის ერთი შემოთავაზება მაქვს:

გავიგეთ, რომ ქარვასლაში ახალი მაღაზიებიც იხსნება, და რადგანაც ყოველ შაბათს იქ სიურპრიზი გველოდება, მოდით, შაბათი შოპინგის წმინდა დღედ ოფიციალურად გამოვაცხადოთ! :)

Shopping-Craze

karvasla beauty festival logos 1

karvasla beauty festival logos 2

19 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?