Home Events

პარიზის მოდის კვირეულზე, სადაც ფრანგული მოდის სახლები თავიანთ 2017 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებს მართავენ, 27 სექტემბერს ქალის თეთრეულის ცნობილმა ბრენდმა Etam თავისი ახალი კოლექცია წარუდგინა საზოგადოებას.

Etam 1916 წელს დაარსდა და გუშინდელი ჩვენება ბრენდის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

შოუ მასშტაბური, საინტერესო და შთამბეჭდავი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასში მონაწილეობა 17 წლის ქართველმა, სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” მოდელმა ანა შელიამ მიიღო.

ფურფუშებიანი და მაქმანებიანი საცვლები, ვინტაჟური სტილი, სექსუალურ უნიფორმებში გამოწყობილ ძალიან სექსუალური მოდელები და შოუმ წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე, რომელთა შორისაც იყვნენ კრისტინა ბაზანი, ნატალია ვოდიონოვა, ნატალი პოლი, ცნობილი ფრანგი მსახიობები: ბენუა მაჟიმელი, ლუდვინ სანიე, აურე ატიკა და სხვები.

შენ რას იტყვი?