არ ვიცი, 8 მარტი შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ წლევანდელი 8 მარტი ნამდვილად დაუვიწყარი აღმოჩნდება, თუ შაბათს, 13 საათზე სავაჭრო ცენტრ ქარვასლას ესტუმრები. იქ თურმე ჩვენთვის ნამდვილი სილამაზის დღესასწაული მზადდება!

20140305-233156.jpg

როგორც შეგვატყობინეს, ქარვასლას სტუმრებს, განსაკუთრებით კი ქალბატონებს, ელით სიურპრიზების, საჩუქრებისა  და პოზიტიური განწყობის დაუვიწყარი დღე.

აქ დაგხვდება ყვავილები, სასიამოვნო მუსიკა, კონკურსები, გათამაშებები და პრიზები.

ისიც გავიგეთ, რომ ყველა სტუმარს შეეძლება გადაიღოს პროფესიული ფოტო, გაიკეთოს მასაჟი, დააგემოვნოს ღვინო. იღბლიან სტუმრებს კი მაკიაჟი, დეკორატიული მანიკური და ვარცხნილობებიც ერგებათ.

განსაკუთრებული ფასდაკლებები შეგეძლება მიიღო ზოგიერთ კოსმეტიკაზე.

makeup doutzen

თუ პატარა შვილები ან ოჯახის წევრები გყავს, შეგიძლია თან წაიყვანო. ბავშვებისთვის მოეწყობა სპეციალური კუთხე, სადაც ისინი მისალოც ბარათებს დახატავენ და გაერთობიან, პროფესიონალი მხატვარი კი პატარებს  სახეს მოუხატავს.

24237-hd-face-paint-children

თანაც ეს ყველაფერი უფასოა! მსგავსი ღონისძიებები და სხვადასხვა სიურპრიზები ქარვასლაში ყოველ შაბათს გაიმართება :)

გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას! ♥

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

karvasla sponsors1

karvasla sponsors2