დღეს ბევრი არაფრით შეგაწყენთ თავს და პირდაპირ ამ სრულყოფილების ფოტოს გიჩვენებთ:

პოტატუნები :3

ხომ ლამაზია? ისე გამოიყურება, რომ დარწმუნებული ვარ, უკვე გემრიელად შებრაწული კატოფილის სუნსაც გრძნობთ :)

მოგეწონათ იდეა? ბევრი ნამდვილად არაფერი დაგჭირდებათ:

  • მოზრდილი კარტოფილები;
  • მაიონეზი ან ნაღები (ვფიქრობ, არაჟანიც არ იქნებოდა ცუდი).
  • ყველის ფირფიტები;
  • მწვანილი, ხახვი, ბეკონის ნაჭრები გასაფორმებლად.

კარტოფილს დაჭრით, როგორც პირველ ფოტოზეა ნაჩვენები, შუაში კარაქის ან მარგარინის ნაჭრებს ჩაალაგებთ და ცოტა ხნით შედგამთ ღუმელში. როგორც ხედავთ, ამ ფოტოებზე კარტოფილი კანიანია. თუ ასევე აპირებთ მის მომზადებას, წინასწარ კარგად გაასუფთავება არ დაგავიწყდეთ. მე, მაგალითად, ძალიან მიყვარს შემწვარი კანიანი კარტოფილი და მის გასარეცხად ცალკე ჩვეულებრივი ჭურჭლის ღრუბლის სახეხიც მაქვს, რომელიც უხეშ ნაწილებს და ტალახს სულ ადვილად აცილებს ჩემს გემრიელ კარტოფილებს.

How-to-cook-delicious-potato-step-by-step-DIY-tutorial-instructions-500x500მოკლედ, შეგიძლიათ, კანიანად შეწვათ, შეგიძლიათ, გათალოთ, როგორც გაგიხარდებათ. როცა შეიბრაწება, გამოდგით ქურიდან, ჩააწყვეთ ყველის ნაჭრები, ნაღები ან მაიონეზი მოასხით და შეაბრუნეთ ქურაში. მე, მაგალითად, ჩვენებურ აჯიკასაც დავუმატებდი დიდი სიამოვნებით. მეორე ფოტოზე გაჭრილ ნაწილებში ჩადებული ლორის და ძეხვის ნაჭრებიც მშვენიერია ზემოდან მოყრილი გახეხილი ყველით. ნამდვილად გემრიელად გამოიყურება. შეგიძლიათ, სცადოთ. თუ მოამზადებთ, აუცილებლად გამოგვიგზავნეთ ფოტო ჩვენს facebook-ის გვერდზე, რომელიც შემდეგ სტატიაში მოიწონებს თავს.

ფოტოების გახსენებაზე, აი წინა სტატიაში შემოთავაზებული რეცეპტის მიხედვით მომზადებული კექსების ფოტოები ჩვენი მკითხველებისგან! ვერაფერს დაუწუნებ, შესანიშნავად გამოიყურება! ასე განაგრძეთ, გოგონებო.