Home სახლი

ინტერნეტში მარტივ ფოტო-რეცეპტებში ძალიან ხშირად წააწყდებით ფენოვან ცომს. და მართლაც, მისგან შეიძლება ბევრი საინტერესო რამ დამზადდეს დაწყებული ცნობილი და უკვე ბანალური ფენოვანი ხაჭაპურიდან, დამთავრებული ბანანისა და Nutella-ს პატარა ნამცხვრებით. მაგრამ თავად ფენოვანი ცომის მომზადება საკმაო დროს, ცოდნას და ენერგიას მოითხოვს, ზელვის პროცესი კი არაფრით ჩამოუვარდება 1-საათიან ვიზიტს სატრენაჟორო დარბაზში. სწორედ ამის გამო არ გამომიყენებია აქამდე ის რეცეპტებში. თუმცა გუშინ რიგითი შოპინგის დროს გაყინულ ფენოვან ცომს რომ გადავაწყდი მარკეტში, მივხვდი, რომ დროა, თქვენც ეზიაროთ ამ საოცარ ქმნილებას და მის შესაძლებლობებს.

დავიწყოთ მარტივით: რითაა განსაკუთრებული ეს ცომი? იმით, რომ დიდ ხანს ინახება, უხდება როგორც ტკბილ, ისე მარილიან გემრიელობებს, ხრაშუნაა და სწრაფადაც ცხვება.

ჰო, საერთო წესი, რომელიც ფენოვანი ცომის მომზადებაზე ვრცელდება ისაა, რომ სანამ მას ღუმელში შედგამდეთ,  შეგიძლიათ, ათქვეფილი კვერცხი ან სიროფი გადაუსვათ სილამაზისა და გემოსთვის.

► მარილიანი გემრიელობები

ინტერნეტში ყველაზე პოპულარული სოსისის და და ფენოვანი ცომის კომბინაციაა. ერთი, ორი, სამი და გემრიელი საუზმეც მზადაა!

მომზადება ზედმეტად მარტივია: მზა ფენოვან ცომს დაჭრით სასურველი ზომის ზოლებად და შემოახვევთ სოსისს. ღუმელში შედგმამდე ათქვეფილი კვერცხი ან კვერცხის გულიც გადაუსვით, რომ ლამაზად დაიბრაწოს და გამოაცხვეთ ჰაერღუმელში 180 გრადუსზე იქამდე, სანამ სასურველ შეფერილობას არ მიიღებთ.

ცოტა გავაღრმავოთ ფანტაზია. შეგვიძლია სხვანაირი სოსისი, ან სულაც სანელებლები და ღაჟღაჟიც გამოვიყენოთ აი, ასეთი შედეგის მისაღებად:

სოსისი ფენოვანი ცომითა და სანელებლებით ჩემი ფავორიტია. თუ სოსისი არ მოგწონს და უბრალოდ სახრამუნო გინდა გააკეთო, აი იდეები:

გააღვიძე შენი ფანტაზია. ფენოვანი ცომით შეგიძლია, ხორცის, სოკოს, ბრინჯის რულეტები და ხაჭაპურიც გააკეთო. ეს ხომ არც ისე რთულია :)

► ტკბილი გემრიელობები

აქ ჩვენი არჩევანი უფრო ფართო და მრავალფეროვანია. ჩვენ ხომ ჯემებიდან და მურაბებიდან დაწყებული ხილით და კრემით დამთავრებული ყველაფრის გამოყენება შეგვიძლია! მაგრამ მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ:

ჯემები

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ჯემს და ფენოვან ცომს? ის, რომ ერთი მეორეს საოცრად უხდება. თუ მაცივარში ორივე მათგანი აღმოგაჩნდა, ბევრს ნუ იფიქრებ. ცომის კვადრატები გააბრტყელე, შიგნით ჯემი ჩადე, შეკარი როგორც მოახერხებ და გამოსაცხობად შედგი. კვერცხის გადასამასაც ნუ დაივიწყებ.

აი იდეები ინსპირაციისთვის: დაგჭირდება სასურველი ჯემი, Nutella, ფენოვანი ცომის 2 ფირფიტა და გემრიელი სახრამუნოებიც მზადაა! ჰო, ეს ლამაზი შტრიხები გარშემო ჩანგლით შეგიძლია გაკეთო.

Nutella, შოკოლადი და ზეფირი

თავადაც გაკვირვებული დავრჩი, რა ლამაზი და გემრიელი რამეების გაკეთება შეიძლება ფენოვანი ცომით, ზეფირით და Nutella-თი. სიმართლე გითხრათ, ეს ვარიანტი ჯერ არ მიცდია, თუმცა ნამდვილად გემრიელად გამოიყურება:

ცოცხალი ხილი

თუ სტუმრების და ოჯახის წევრების გაკვირვება გინდათ, აუცილებლად სცადეთ ცოცხალი ხილი ფენოვან ცომში. შეგიძლიათ, მსხალი, მარწყვი, ვაშლი და ანანასი გამოიყენოთ.
თუ მთლიანი ხილის გამოყენება გინდათ, ეს იდეები გამოგადგებათ:

გაითვალისწინეთ: მსხალი წინასწარ ცოტათი უნდა მოიხარშოს ტკბილ სიროფში და მერე უნდა გამოცხვეს. აქ კი ვაშლის გულში Nutella-ცაა ჩამატებული. ორივე ხილს გამოცხობამდე კვერცხი ან ტკბილი სიროფი გადაუსვით.

თუ დაჭრილი ხილის გამოყენებას აპირებთ,  ამ ფოტოებს გადახედეთ:

მე ყველაზე მეტად ანანასის იდეა მომწონს:

კიდევ რამდენიმე იდეა ინსპირაციისთვის:

8 კომენტარი to this post
    • თაკო ფენოვანი ცომის დამზადება რთული არაა, მაგრამ დრო და ენერგია მართლა ბევრი უნდა. სიმართლე გითხრათ ამ სტატიის დაწერამდე სპეციალურად ვისწავლე მისი მოზელვა და მივხვდი, თუ სწარაფად გინდა რაიმეს მომზადება, მისი მაღაზიაში შეძენა სჯობს. ისე კი, შენი ხელით დამზადებული ცომი უფრო გემრიელი და ჰაეროვანია, ამაში ნამდვილად ვერ შეგედავებით.
      აი ეს გახლავთ უკვერცხო ვარიანტი: http://www.youtube.com/watch?v=_EXRpqtlxao
      ესეც კვერცხიანი: http://www.youtube.com/watch?v=BQcuOLXruMY

  1. titqmis yvela gavakete….didi madloba dzalian kai potoebia, detaluri axsnit ra da rogor. minda gitxrat ulamazesi da ugemrielesebi gamovidaaaaaaa :)))))))) :** kidev tu dadebt msgavs martiv da saxaliso gemrielobebs dzalian gamaxarebt :*

შენ რას იტყვი?