Home სასარგებლო რესურსები

სარეკლამო სმს

ნაცნობი ზარი მოგესმა, რომელიც მობილურზე ახალი ტექსტური შეტყობინების მიღების მაუწყებელია. გულის ფანცქალით იღებ ტელეფონს, რადგან შენთვის მნიშვნელოვან მესიჯს ელოდები. მობილურზე გამოსახულ კონვერტს ხსნი და იმედგაცრუება გეუფლება. რომელიღაც მაღაზია ისევ ფასდაკლების გრანდიოზულ აქციაზე გეპატიჟება, ან რომელიღაც კომპანია მომსახურების ახალ სერვისს გთავაზობს. შესაძლოა, სულაც არ ელოდები მნიშვნელოვან შეტყობინებას, უბრალოდ საქმით ხარ გართული ან სულაც ისვენებ, როცა მობილური მორიგი სარეკლამო სმს-ის მოსვლას გაუწყებს. დარწმუნებული ვარ, ხშირად აღმოჩენილხარ მსგავს სიტუაციაში.

როგორ ვიხსნათ თავი სარეკლამო  sms-ებისგან?

ჯეოსელი

როგორც კომპანია “ჯეოსელში” გვითხრეს, მათ სარეკლამო  sms-ებს აბონენტები იღებენ სათაურით ”ჯეორეკლამა”, ან ნომრებიდან 2006, 1246 ან 1248. ასეთი შეტყობინებების შეზღუდვა შესაძლებელია  sms-ის გაგზავნით ნომერზე 7052, სიტყვით STOP.  sms-ის ღირებულებაა 6 თეთრი. თუმცა, ასეთ შემთხვევაში აღარ მიიღებ მხოლოდ “ჯეოსელის” მიერ გამოგზავნილ სარეკლამო შეტყობინებებს, სხვა კომპანიების მიერ გამოგზავნილ სმს-ებს ეს არ ეხება.

“ჯეოსელს” აქვს ჯგუფური sms-ის გაგზავნის სერვისი. თუ კომპანიას სურს შეტყობინების გაგზავნა ამ მობილური ოპერატორის საშუალებით, მას თავად უნდა ჰქონდეს მობილურის ნომერთა ბაზა. აბონენტთა ნომრებს თავად “ჯეოსელი” არ გასცემს, რეკლამის გაგზავნის მსრუველი კომპანია თავად აწვდის მას ნომერთა ბაზას.

ბილაინი

თუ “ბილაინის” აბონენტი ხარ და გსურს სარეკლამო sms-ების გათიშვა, უნდა მიხვიდე “ბილაინის” რომელიმე ცენტრალურ ოფისში და დაწერო საპრეტენზიო განცხადება. გაითვალისწინე, რომ იმ ადამიანმა უნდა დაწეროს განცხადება, ვიზეც გაფორმებულია  ნომერი. ამასთან, მან თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. სარეკლამო sms-ების ეს შეზღუდვა ასევე მხოლოდ “ბილაინისგან” გამოგზავნილ რეკლამას ეხება.

მაგთი

“მაგთი” თავის აბონენტებს მხოლოდ მის სიახლეებთან (ახალი ტარიფები, აქციები და ა.შ.) დაკავშირებულ სარეკლამო sms-ებს უგზავნის. რაც შეეხება სხვა სარეკლამო შეტყობინებებს, ისინი ამ მობილური ოპერატორისგან დამოუკიდებლად იგზავნება სხვადასხვა კომპანიებისა თუ მაღაზიებისგან. იმისთვის, რომ აღარ მიიღო “მაგთის” სარეკლამო სმს, უნდა დარეკო ნომერზე 11 00 11. გაითვალისწინე, რომ ზარი უნდა განხორციელდეს იმ ნომრიდან, რომელზეც გსურს ამ სერვისის გათიშვა.

სხვა კომპანიები

ზოგიერთი კომპანია/ორგანიზაცია/მაღაზია თავად აგროვებს მომხარებელთა ტელეფონის ნომრებს, რათა შემდგომ სხვადასხვა სახის შეტყობინებები გაუგზავნოს. გარდა ამისა, არსებობენ სპეციალური ფირმები, რომლებსაც აქვთ სარეკლამო სმს-ების გაგზავნის სერვისი და თავად ფლობენ ნომერთა ბაზას.

ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტის “გალაქსის” მარკეტინგის მენეჯერის ელისო გოგოხიას თქმით, სარეკლამო sms-ებს ყოველი აქციის წინ აგზავნიან. ამისთვის მიმართავენ ფირმას, რომელიც სთავაზობს მობილურის ნომერთა ბაზას და sms-ის გაგზავნის სერვისს. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს სურს აღარ მიიღოს სარეკლამო მესიჯები, უნდა განაცხადოს “გალაქსიში” (ტელ: 2 200 500). რის შემდეგადაც დაუკავშირდებიან პარტნიორ ფირმას და ამ ნომერს ამოიღებენ ბაზიდან.

ერთ-ერთი ასეთი ფირმა, რომელიც კომპანიებს მობილურ მარკეტინგს სთავაზობს, GeoSMS-ია. მათ საიტზე ვკითხულობთ:

“მობილური მარკეტინგი არის ნოვაცია, რომელმაც შექმნა ახალი ეპოქა მარკეტინგში. ეს არის ძალიან მოქნილი არხი და გააჩნია კლიენტებთან მიწვდომობის მრავალი გზა. ამ მარკეტინგის სახეობის ყველაზე ეფექტური მხარეა კოლექტიური SMS და MMS. მობილური ტელეფონის მომხარებელთა რიცხვის გაზრდამ ხელი შეუწყო აღნიშნული ბაზრის გაზრდას. მობილური ტელეფონის მომხმარებელთა 80% დაუყოვნებლივ ყურადღებას აქცევს ტელეფონზე შემოსულ ყველა სახის შეტყობინებას. ამან განაპირობა მობილური მარკეტინგის შეუდარებლობა”.

GeoSMS-ის საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ დააგზავნონ sms-ები საქართველოს მასშტაბით თუ მათ აქვთ ნომერთა ბაზა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიას არ აქვს მომხარებელთა ნომრები, თავად GeoSMS აგზავნის შეტყობინებებს მის ხელთ არსებულ ნომრებზე. დაგზავნისას შესაძლებელია სეგმენტაცია, სქესის, ასაკის და ისეთი სპეციფიკური პარამეტრების მიხედვით, რომ არცერთ აბონენტს არ მოუნდება, მისი ინფორმაცია ასე ხელმისაწვდომი იყოს უცნობი კომპანიებისთვის.

როგორც GeoSMS-ისგან შევიტყვეთ, მათ მომხმარებელთა ნომრებს და ბაზას ერთ-ერთი მობილური ოპერატორი აწვდის, თუმცა ეს მობილური ოპერატორი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ძალიან საინტერესოა, საიდან ხვდება მესამე პირის (ამ შემთხვევაში GeoSMS-ის) ხელში მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, რომელზე წვდომაც მხოლოდ მობილურ ოპერატორებს აქვთ.

გაითვალისწინე:

ამა თუ იმ ნივთის შეძენისას თუ მომსახურების მიღებისას გამოიჩინე სიფრთხილე თქვენი ნომრის დატოვებასთან დაკავშირებით. უმჯობესია წინასწარ გააფრთხილო, რომ არ გსურს შენს ნომერზე სარეკლამო შეტყობინებების მიღება.

სარეკლამო სმს-ების შეჩერებისთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, უნდა მიმართო თავად მობილურ ოპერატორს, ასევე კონკრეტულ მაღაზიას/ორგანიზაციას/კომპანიას, რომლისგანაც მოგდის სმს.

თუ გაქვს კონკრეტული კომპანიების სია, რომელთაგან მოსული მესიჯებით ძალიან წუხდები, კომენტარებში მოგვწერე და ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია ან მესიჯებისგან თავის დახსნის ალტერნატიული გზები.

მსგავსი სტატიები
16 კომენტარი to this post
  1. ძალიან გამაღიზიანებელია მსგავსი რეკლამები,ზოგჯერ კი უდროო დროსაც მოდის!
    მე მომდის რეკლამები სახელწოდებით “საბურავები” და “არაი”,ყველაზე მეტად ესენი მაწუხებს,თავი დამანებონ რა :(

    • 2 14 77 00 არის სარეკლამო კომპანია მს კომპანი-ს საკონტაქტო.
      ეგ აგზავნის ძალიან ბევრი კომპანიის სარეკლამო სმს-ებს. არაა გამორიცხული თქვენი ნომერიც მათ ბაზაში იყოს. დაურეკეთ და ამოაღებინეთ.
      მე ყოველ შემთხვევაში, დავისვენე :)

  2. ყველაზე ნაკლებად მობილური ოპერატორების გამოგზავნილი სმს ებით ვწუხდები,ვინც მართლა შემაწუხებლად მიგზავნის ჩემთვის ყოვლად უინეტერესო მესიჯებს,მაგათ ვებრძვი უკვე რახანია და შემიძლია ვთქვა რომ საშველი არ არსებობს :(

  3. ხომ არ იცით, არაი, ტექნობუმი და ელიტელექტრონიქსი რომელი სარეკლამო კომპანიის მომსახურებით სარგებლობენ?

  4. არაფერი შველის. ვუგზავნი იმ რაღაც კოდს, No 235424… რო უწერიათ ბოლოში მარა არ ეგზავნებათ. ყოველდღე მომდის ფაქტიურად სპამი ჯეოსელის ნომერზე. თავის დაღწევა შეუძლებელია? :(
    რამე კანონი გვჭირდება რომ შეიმუშავონ ამ სპამზე. ესე ცხოვრბეა შეუძლებელია. ღამის 12 საათზეც კი მომსვლია სპამი. გადავსებული მაქვს ინბქოსი :(

  5. swisscap და zip credit ძალიან მაწუხებენ და შეგიძლიათ საკონტაქტო ინფორმაცია მომცეთ მათი?

  6. მობილურ ოპერატორს უნდა მოეთხოვოს კანონით ისეთი სერვისის მიწოდება, რომ მომხმარებელმა შეძლოს არასასურველი რეკლამების დაბლოკვა. ტექნიკურად ძალიან მარტივია, მაგრამ მობილური ოპერატორებისთვის რეკლამა დამატებითი შემოსავალია. ამიტომ კანონია საჭირო მომხმარებელთა უფლებების დასაცავად.

  7. თელავის techno boom ის ნომერი მინდა კოდით და გთხოვთ მომწერეთ,მადლობა წინასწარ

  8. ერთი სიტყვით დედაც მოვტყან მაგათი ყოველი სმს-ის მოსვლის დროს! აი ესე

შენ რას იტყვი?