Home სახლი

პილმენი ერთ-ერთი ყველასთვის საყვარელი საჭმელია, მათ შორის არც ჩემი შვილია გამონაკლისი და მეც ხშირად მიწევს მისი მომზადება. (შვილის გამო, თორემ სახალისო ნამდვილად არ არის ერთი საათი ცომთან და ფქვილთან ურთიერთობა)

მოკლედ, ვისაც ძალიან უყვარს პილმენი და არასოდეს გაუკეთებია, ან ახალბედა დიასახლისია და უნდა ოჯახის წევრების გაკვირვება და სიამოვნება გამოიწვიოს, დაწვრილებით,  თავისი ფოტოებით ავღწერ და მოგიყვებით, თუ როგორ უნდა მოამზადოთ იგი.

ფარშის მომზადების წესი:

500 გრ სასურველია ოდნავ ცხიმიან ხორცს და 100 გრ. ხახვს ვატარებთ და ვუმატებთ წყალს, პილპილს და მარილს გემოვნებით.

დაგვჭირდება:

ფქვილი – 500 კ=გრ.

წყალი – ერთი ჩ/ჭ

ფარში – 500 გრ.

ხახვი – 100 გრ.

1) ცომის მოზელა

ფქვილს ვასხამთ წყალს და ვზილავთ რაც შეიზლება მაგარ ცომს.

იმისთვის, რომ არ გაგვიჭირდეს ცომის ზელა საჭიროა ცომი დავასვენოთ რამდენჯერმე სითბოში და შემდეგ ახლიდან მოვზილოთ.

დასვენების შემდეგ რაც არ უნდა მაგარი მოზელილი იყოს ცომი, ის დარბილდება და ადვილად მართვადი გახდება, ანუ არ გაგვიჭირდება მისი გათხელება და გამოჭრა, რაც მეორე ეტაპია ჩემი პილმენების მზადებისას!

 

თუ აღწერილი წესით მოზელთ, შემდეგში უკვე მოხარშვისას საშიშროება იმისა, რომ ცომი გაიხეს მინიმუმადეა დაყვანილი.

2) გაბრტყელება და გამოჭრა

კარგად ვათხელებთ ცომს.

და ვჭრით მრგვალ ნაჭრებად (შეგიძლიათ დაიხმაროთ ფართოპირიანი  ჭიქა)

3) გახვევა

უკვე გამზადებულ ცომში ვდებთ ხორცის პატარ-პატარა გუნდებს და ვუკრავთ პირს.  მე ვიყენებ ბაზრობაზე, სულ რაღაც სამ ლარად ნაყიდ სპეციალურ ფორმას ვიზუალური ეფექტისათვის.

4) მოხარშვა

უკვე გამზადებულ პილმენებს ვყრით ადუღებულ მარილიან წყალში და ვხარშავთ 10 წუთის განმავლობაში.

მე ვფიქრობ, რომ ერთი საათი სამზარეულოში ფუსფუსი ნამდვილად ღირს თქვენი ოჯახის წევრების გემრიელ ვახშმად.

ჩემები ფრიად კმაყოფილები დარჩნენ, სცადეთ თქვენც!!!

 

 

7 კომენტარი to this post
  1. მეც ზუსტად ასეთი წითელკბილება პილმენის ფორმა მაქვს :D დამართლა ძალიან მეხმარება ხოლმე

  2. DIY-ზე კია სტატია, მაგრამ ხომ არავინ იცით კარგი პელმენი თბილისში (ვაკე-საბურთალო მაინტერესებს ძირითადად) სად შემიძლია მივირთვა?

  3. პილმენ იცოდნენ სლავებმა აუცილებლად უნდა ნიორი პიმპილი დაასევე ცოცხალი ბოსნეული ქინძი ოხრახუში

შენ რას იტყვი?