ახალი წელი გვიახლოვდება და რაც დრო გადის, ნაკლებად გვიხარია მისი დადგომა (ყველას არ ეხება). შარშან აღმოვაჩინე, რომ მსგავსი რაღაცების კეთებას მოაქვს ხალისი და მცირე ხნით ბავშვობაში გვაბრუნებს. ამიტომ, მსურს შემოგთავაზოთ მარტივად შესასრულებელი, მაგრამ საოცრად ლამაზი დეკორატიული ნივთების დამზადების ინსტრუქციები.

შენს წინაშეა ხელნაკეთი ქაღალდის საყვავილე:

მის დასამზადებლად დაგჭირდება:

ა) გამოუსადეგარი წიგნის ოდნავ გაყვითლებული ფურცლები.

ბ) მაკრატელი, სასურველია იყოს დახრახნილი პირით, თუმცა, შსაძლებელია, ჩვეულებრივის გამოყენებაც;

გ) სამკერვალო ქინძისთავები;

დ) წებო;

ე) მომრგვალებული ფორმის ღრუბელი (ე.წ. “გუბკა”);

ვ) საყვავილე.

ამოხიე გვერდი წიგნიდან და გადაკეცე ისე, როგორც მოცემულია მეორე სურათზე – აუცილებელია, ფურცელი იყოს გაკეცილი ოთხად.

მაკრატლით მოაჭერი ზედმეტი ნაწილი ისე, რომ შედეგად გვქონდეს ოღრო-ჩოღროდ მომრგვალებული ბოლოები.

უნდა მიიღო N4 ფოტოზე არსებული გამოსახულების მსგავსი ფორმა, რომელსაც გადაკეცავ იმდენ ნაწილად, რამდენი მომრგვალებაცაა მოცემული ფურცლის ბოლოებში.

ეცადე იქამდე კეცო, სანამ მეტად გადაკეცვა აღარ იქნება შესაძლებელი. შემდგომ გაშალე და ორ ცალს ერთად ცენტრში ქინძისთავი ჩაარჭე.

ასე გაიმეორე მანამ, სანამ არ მიიღებ “ყვავილების” საკმარისს რაოდენობას ღრუბლის ამობურცული ნაწილის დასაფარად. თავად განსაზღვრე, რამდენი დაგჭირდება.

მოამზადე ღრუბელი, ისე, რომ ჰქონდეს მომრგვალებული გული, ამასთან დაამაგრე საყვავილეზე (რომელიც შესაძლებელია ასევე იყოს ჭიქა, სანაყინე და ა.შ.) მყარად (თუნცად წებოთი), რათა არ ჩაგეყაროს შრომა წყალში.

ჭიკარტიან ყვავილის ნაწილს წვეროში წაუსვი წებო, ჩაამაგრე ღრუბელში და აცალე გაშრობა. რამდენიმე წუთში შენი საყვავილე, ულამაზესი ვინტაჟ ყვავილებით, მზად არის.

მსგავსი ხელნაკეთი ნივთებით შესაძლებელია როგორც საახალწლო, ისე საქორწინო სუფრების დამშვენებაც.