Home სახლი

დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი გარდერობი! ზუსტად ისეთი წარმოიდგინეთ, როგორც ამ დილით დატოვეთ: ტანსაცმელი ერთმანეთში არეული, თაროები გამოტენილი, ტანსაცმლის საკიდები არასაკმარისი. ყველგან ფეხსაცმელების კოლოფები, რომელიც უამრავ ადგილს იკავებს… არა, რაღაც აშკარად უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქალის გარდერობი უნდა იყოს ფაქიზად დალაგებული და მკაცრად ორგანიზებული.

Closet

გთავაზობთ რამდენიმე ნივთს (ჩვენ მათ “ორგანიზატორები” შევარქვით), რომლებიც დაგეხმარებათ თქვენს სახლში ტანსაცმლისთვის და ფეხსაცმლისთვის გამოყოფილი სივრცეები უკეთ აითვისოთ და ეფექტურად გამოიყენოთ.

ძირითადი სივრცის ეფექტურად ათვისება

ეს სამი საინტერესო ნივთი ვერტიკალური სივრცის უკეთ გამოყენების საშუალებას იძლევა.

ჩამოსაკიდი ტილოს კონსტრუქცია, დამატებით ვერტიკალურ თაროებს გაძლევს, ხოლო ვაკუუმ ჩანთების საშუალებით შეგიძლია საბნები და მსგავსი მოცულობითი ნივთები ერთ წამში დააპატარავო.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სივრცის გამყოფები.

ქამრების საკიდი:

მე პირადად ქამრებისთვის მსგავს საკიდს ვხმარობ და არასდროს მერევა და მებურდება ერთმანეთში. ძალიან მოსახერხებელია!

ჩანთების ორგანიზატორი:

ასეთი საკიდი ჩანთების უკეთ შესანახად გამოდგება, თანაც იმ შემთხვევასი, თუ თქვენი გარდერობი ღრმაა და კარებზე მსგავსი კონსტრუქციის მიმაგრება ექსცესებს არ გამოიწვევს.

თუ შენს გარდერობში ბევრი ჩანთაა და არ იცი სად ან როგორ შეინახო, მაშინ სწორედ ეს საშუალება გამოგადგება.

ფეხსაცმელების ორგანიზატორი:

ფეხსაცმელებს გარდერობში ყოველთვის კოლოფებით ვინახავდი, სანამ არ მივხვდი, რამდენ ადგილს იკავებს ისინი.

გადავწყვიტე, რომელიმე მიდგომა ვცადო აქედან. ყველაზე მეტად მეორე მომწონს.

თქვენ რომელს აირჩევდით?

 

შარფების და ჰალსტუხების საკიდი:

გენიალური მოფიქრებაა. ჩემს კარადაში შარფები და ყელსახვევები ყოველთვის ირევა. რაც არ უნდა დავკეცო და თავისი ადგილი მივუჩინო, მაინც იჭმუჭნება და იბურდება.

მესამე ყველაზე მეტად მომწონს, თქვენ?

სამკაულები და აქსესუარების კუთხე:

ასეთი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში გამოგადგება, თუ კარადას ბევრი კარი აქვს, ხოლო ჰორიზონტალური ზედაპირი – ცოტა.

ბონუსი:

ზუსტად ასეთი ჩანთის საკიდი მაგიდისთვის დედაჩემმა მაჩუქა ცოტა ხნის წინ და ვერ წარმოიდგენთ, რა მოსახერხებელი რამეა.

ისეთ ადგილას თუ მოხვდები, სადაც ჩანთას ვერსად დადებ (ბარში ბარის მაგიდასთან, საკლასო ოთახში, ან რესტორანში, სადაც მაგიდასთან ზედმეტი სკამები არ დგას), ეს ლამაზი საკიდი შეგიძლია მაგიდის კიდეზე მიამაგრო და ზედ ჩანთა კოხტად ჩამოკიდო.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებით დიდად ვერ მოგხიბლეთ, გირჩევთ, ასეთი საკიდი მაინც იშოვოთ, რადგან ძალიან ორიგინალური და მოსახერხებელი გადაწყვეტილებაა.

2 კომენტარი to this post
  1. ნუ ეს ჩემი დაუმტავრებელი პრობლემაა)) vacuum storage bags კარგი იდეაა მართლაც.. )) გამომადგება)

შენ რას იტყვი?