Home მოტივაცია & პოზიტივი

კარგ მელოდიას შეუძლია წუთებში მოგიყვანოს ხასიათზე. დროა დეპრესიასთან ბრძოლის მარგალიტები იპოვნო შენი “სინგლების” ზღვაში.

კინოებისა და რეკლამის შემქმნელები კარგად აცნობიერებენ მუსიკის რაობას. ლამაზ მელოდიას შესწევს უნარი, სიყვარულის ტალღაზე  ადვილად გადაგაწყოს, რომ არაფერი ვთქვათ დამშვიდებასა და რელაქსაციაზე.

მუსიკალური თერაპია ძლიერი ფსიქოლოგიური იარაღია (გაიხსენე შესაბამისი ეპიზოდი “მექანიკური ფორთოხლიდან”), რომელიც იყენებს ინსტრუმენტალურსა და ვოკალურ აქტივობებს განწყობის შესაძვლელად, გრძნობებში გასარკვევად, თვითშეფასების ასამაღლებლადა და თვითგამოხატვაში.

ათი წლის წინ სტენფორდის სამედიცინო სკოლაში ჩატარდა ექსპერიმენტი. სამ ჯგუფად დაჰყვეს დეპრესიის მქონე 30 ადამიანი. პირველთ რეგულარულად სტუმრობდა მუსიკალური ტერაპევტი. მეორენი დამხმარეთა გარეშე გადიოდნენ ხსენებულ თერაპიებს. მესამე ჯგუფის წევრებს კი არაფერი ჰქონდათ საერთო კომპოზიციებსა და მელოდიებთან. განსხვავებით ამ უკანასკნელი დანაყოფისაგან, პირველი ორი ჯგუფის წევრებს შესამჩნევი წინსვლა აღენიშნათ დეპრესიასთან ბრძოლასა და საკუთარი თვითშეფასების ამაღლებაში.

არ არის აუცილებელი შეიძინო და გადმოწერო სარელაქსაციო მელოდიები, წვიმის ხმა, ბაყაყების ყიყინი (SATC – გაიხსენე)… თუ მეტალისტი არა ხარ, გადაქექე შენი დისკოგრაფია და უცილობლოდ აღმოაჩენ სასარგებლო მუსიკას.  რაც შეხება Iron Maiden-სა და Megadeth-ს, უარი თქვი მათს შემოქმედებაზე, რადგანაც, დამტკიცებული ფაქტია, მსგავსი მუსიკალური ნაწარმოებები ადამიანებს სუიციდისაკენ უბიძგებენ (წყარო: ნიუ ჯერსის თვითმკვლელობათა კვლევის ცენტრი).

ბარი უაითისა და სტივი უანდერის დისკები ბიძაშენს დაესესხე. ;)

სასურველია, თუ კი სიმღერებს მოუსმენ სიბნელეში, ან თვალდახუჭული, რადგანაც ასეთ დროს ყურადღება მახვილდება ტექსტზე და ხედავ გონების თვალით.

გაითვალისწინე, რომ სიმღერა შეიძლება სწორად ის არის, რაც ზოგადად გამოგადგებოდა და განგკურნავდა, მაგრამ იგი ამა თუ იმ მოგონებასთან არის დაკავშირებული და მოსმენისას ყოველ ჯერზედ კონკრეტულ ეპიზოდს, პიროვნებას გახსენებდს შენი ცხოვრებიდან. ასეთი მუსიკა სასწრაფოდ წაშალე iPod/MP3/ტელეფონიდან. მსგავსი სიმღერებით დახუნძლული დისკები კი მეგობარს ათხოვე დროებით ან გადადე ახალ ფოლდერში და შეინახეთ სადმე “შორს”. ერთი თავისუფალი დილა კი ახალი მელოდიების გადმოწერას დაუთმე.

აი, იდეა შენთვის.

შემდგომში, როდესაც სტრესი შემოგიტევს, მიიღე “ხმოვანი აბაზანა”. შეიტანე დინამიკები აბანოში, მოკალათდი კომფორტულად მოუსმინე სიმღერებს შენი გემოვნებით.

კიდევ იდეა:

შექმენი ახალი Playlist-ი, რომელშიც მხოლოდ იმ სიმღერებს ჩაყრი, რომლებიც გუნება-განწყობილების ამაღლებაში გეხმარება და როცა დაგჭირდება, ყოველთვის ხელთ გექნება.

“რატომ უნდა დახარჯო ფსიქოთერაპიაზე თანხა, როდესაც შეგიძლია მოუსმინო ბახის კომპოზიციას – B Minor Mass?!” – მაიკლ ტორკი, კომპოზიტორი

3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?