Home სახლი

იცოდი, რომ ღვინის საცობის შემადგენლობა ცეცხლგამძლეა, რაც მისი სახლის კედლებში, იატაკში, სხვენსა და ფასადებში ჩამონტაჟების საშუალებას იძლევა?

დაიწყე საცობების შეგროვება დღესვე.

ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო იდეა შენთვის. მეტი იდეისთვის გადახედე ჩვენს სტატიას.

1. მაგიდის საფარი

Cork Table Top
ძველი მაგიდა, წებო და ბევრი საცობი – სულ ესაა, რაც გჭირდება. ყველაზე კარგი ის არის, რომ ყველაფერი გადამუშავებადი მასალისგან არის დამზადებული და არასდროს მოგიწევს გარემოს დაცვაზე ფიქრი, საცობებთან მუშაობისას.

2. კარის დეკორი

Cork Wreath

ეძებ კარის ორიგინალურ დეკორს? ერთადერთი, რაზეც ზრუნვა მოგიწევს ისაა, რომ სხვამ არ გააყოლოს ხელს შენი ნაშრომი.

Wreath Cork

3. მინი ქოთანი

Cork Plants

მინი საყვავილეების იდეა გამოგადგება იმ ეტაპზე, როცა მცენარეები ჯერ კიდევ პატარაა. გარდა იმისა, რომ ლამაზია, შორ მანძილზე წასაღებადაც იდეალური საშუალებაა, თუკი გადაწყვეტ, რომ მეგობარსაც უწილადო რამდენიმე ნერგი.

Cork Plant

4. ბარათმჭერი

Cork Card Holder
ეს იდეა ქორწილებში სტუმართა ადგილების გასანაწილებლად გამოგადგება ისევე, როგორც საკონფერენციო დარბაზებში დელეგატთა განსათავსებლად. შეგიძლია ბარათმჭერი კაბინეტში მაგიდაზეც განათავსო სავიზიტო ბარათებისვის.

5. გასაღების ორგანაიზერი

Cork Key
გასაღებების ორიგინალური ორგანაიზერი. მის შესაქმნელად სულ რამდენიმე წამია საჭირო.

6. დანის, კოვზის, ჩანგლის ტარა

Knife Cork
შენს დანას ტარა გაუფუჭდა? არ იდარდო! საცობი მზადაა შენს საშველად.

7. აბაზანის ხალიჩა

Cork Mat
გარდა იმისა, რომ ცეცხლგამძლეა, საცობი არ სრიალებს. ის მჭიდროდ ეკვრის კაფელს და გიცავს დაცურებისაგან. ამიტომაც, საცობისგან შექმნილი ხალიჩა საუკეთესოა სააბაზანოსთვის.

8. მცენარის ორგანაიზერი

Corc Screws
გარდა იმისა, რომ შენი ბოსტანი ამ დეკორატიული ელემენტის დახმარებით გალამაზდება, მოახდენ ეზოს ორგანიზებას და არასდროს დაგავიწყდება სად რა დარგე.

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?