ტანსაცმელის გადარჩევას რომ დაიწყებ, ალბათ მუდმივად გვხდება თვალში ძველი ტანსაცმელი, რომელიც გადასაგდებად/გასაჩუქებლად გენანება, არადა მოგბეზრდა. ჩვენ გთავაზობთ მარტივ და სახალისო გამოსავალს: განაახლე!

1. ძველი მაისური

33-Clever-Ways-To-Refashion-Your-Clothes-shirt-to-skirt

მაისური ღრმა დეკოლტეთი მარტივად შეგიძლია გადააკეთო ქვედაბოლოდ, თანაც ყოველგვარი ცვლილების გარეშე. ისე, როგორც სურათზეა.

2. გიპიური და მოკლე შორტი

33-Clever-Ways-To-Refashion-Your-Clothes-cut-offs

აქ ნემსის, ძაფისა და მაკრატლის ჩართვა დაგჭირდება. შორტები გვერდებში სამკუთხედად ამოჭერი და ჩააკერე გიპიურის ნაჭერი.

3. გიპიურის სახელოები

33-Clever-Ways-To-Refashion-Your-Clothes-tank-top

დაგჭირდება მაისური სახელოების გარეშე და გიპიურის პატარა ნაჭერი. ნაჭერს მიეცი ისეთი ფორმა, რომ მაისურის მკლავებს კარგად მოერგოს, არჩევანში თავისუფალი ხარ :) შემდეგ მიაკერე ქსოვილი მაისურზე.

4. მამაკაცის პერანგი

ნამდვილად მიმზიდველი, ორიგინალური და, თუ საყვარელი ადამიანის პერანგია, სასიამოვნოც :)

პერანგი გაარღვიე ნაკერზე აი ასე: 

ზურგი და მკლავები მთლიანად ამოჭერი, მაგრამ საყელო დატოვე. მკლავებისგან გამოჭერი ორი ლენტი და გვერდებზე მიაკერე ისე, რომ წელს უკან შეკრა. უკვე ახალი წინსაფარი გაქვს :)

5. ჯინსი ელვა შესაკრავით

დაგჭირდება ჯინსი, ელვა შესაკრავი, ნემსი, ძაფი, მაკრატელი და საკერავი მანქანა. თუ შარვალი ფართოა, ჩაავიწროვე და შემდეგ სიმეტრიულად მოაჭერი ბოლოები, ე.წ. Boot-Cut ზომაზე, შემდეგ შეხსენი ბოლოები და ამ ადგილებში მიაკერე ელვაშესაკრავი (სასურველია მეტალი ან კონტრასტული ფერის).

6. კაბა მაისურისგან

დაგჭირდება რამდენიმე სხვადასხვა ფერის მაისური. ფერები შეგიძლია თავად შეახამო. პირველი მაისური გადაჭერი 2:1 პროპორციით და მისი ზედა ნაწილი აიღე. დანარჩენი მაისურები გადაჭერი, ყველაზე განიერი მოაქციე ბოლოს და ისე მიაკერე. სიგრძე, ფერების ოდენობა და მრავალფეროვნება შეგიძლია თავად განსაზღვრო.

7. მაისური ბაფთით

დაგჭირდება ძველი მაისური, მაკრატელი, ძაფი, ნემსი, ლენტი ან თოკი. მაისურს უკანა მხრიდან რამდენიმე ჰორიზონტალური ჭრილი გაუკეთე, შემდეგ ლენტით შეკარი ისე, როგორც ეს ფოტოზეა. თუ გაჭრილ ადგილებს შორის დიდ მანძილს დატოვებ, ბაფთაც უფრო დიდი გამოვა.

8. მაისური ელვა შესაკრავით

დეტალები და აქსესუარები ძალიან მრავალაფეროვანს ხდის ჩაცმულობას. შენი მაისური მხოლოდ ელვა შესაკრავის დაკერებითაც შეგიძლია განაახლო.

9. ტოპი

ზაფხულის განუყოფელი ნაწილის, ჩვეულებრივი მაისურის ტოპად გადაქცევა არც ძნელია და არცთუ ორიგინალურად ჟღერს, თუმცა თუ მას ე.წ. “ფოჩებს” გაუკეთებ, ორიგინალურ და მიმზიდველ ტოპს მიიღებ. შეგიძლია გიპიურის გამოყენებით მცირე ზომის ჯიბე-ორნამენტიც დაუმატო.

წარმატებულ გართობას და განახლებულ გარდერობს გისურვებთ!