რას იტყვი ცივ ზამთარში ცხელ შოკოლადზე? მგონი, უკვე სასიამოვნოდ ჟღერს. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს, როგორ მოამზადო შოკოლადი. მოიმარაგე ინგრედიენტები და მოამზადე:

უბრალოდ ცხელი შოკოლადი

chocoloate

ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ტკბილ-მწარე შოკოლადი (დატეხილი)
  • 3 ჭიქა რძე
  • 2 სუფრის კოვზი შაქარი

პატარა ქვაბში მოათავსე ინგრედიენტები, დადგი საშუალო ცეცხლზე და ურიე, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ჩამოდგი ცეცხლიდან, მოათავსე ჭიქებში და მზადაა.

ცხელი შოკოლადი პიტნით

peppermint hot chocolate

ინგრედიენტები:

  • 1/3 ჭიქა  ნაკლებად ტკბილი კაკაო
  • 1 ლიტრი რძე
  • 1/2 ჭიქა შავი შოკოლადის ბურბუშელა (შეგიძლია გახეხო შოკოლადის ფილა)
  • პიტნის 7 ღერი: 4 მთლიანი და 3 დასრესილი
  • მარილი

მოათავსე კაკაო საშუალო ზომის ქვაბში, თანდათან დაამატე რძე და ურიე მანამ, სანამ კაკაო არ გაიხსნება. დაამატე შოკოლადის ბურბუშელა და დასრესილი პიტნა. დადგი დაბალ ცეცხლზე, სანამ შოკოლადი და პირტნა გადნება, დაახლოებით 8-10 წუთის განმავლობაში. დუღილამდე მიყვანა საკმარისია. დაამატე მარილი, ჩაასხი ჭიქებში და მორთე პიტნის ღერით.

მდნარი შოკოლადი

hot chocolate

ინგრედიენტები:

  • 1/4 ჭიქა ნაკლებ ტკბილი კაკაო
  • 1 ლიტრი რძე
  • 1 ჭიქა შავი შოკოლადის ბურბუშელა (ან გახეხილი შოკოლადი)
  • 1 სუფრის კოვზი ვანილი
  • მარილი
  • კრემის ფხვნილი (არ არის აუცილებელი)

ჩაყარე კაკაო ჯამში, დაამატე რძე და მოურიე, სანამ კაკაო გაიხსნება. დაამატე შოკოლადის ბურბუშელა და დადგი საშუალო ცეცხლზე დადნობამდე. თან გამუდმებით ურიე. მიიყვანე ადუღებამდე, შემდეგ ჩამოდგი ცეცხლიდან, დაამატე ვანილი და მარილი. ჩაასხი ჭიქებში. სურვილისამებრ მოაყარე კრემის ფხვნილი.