Home სახლი

ხელოვნური ყვავილები

დაგჭირდება:

ჟატის ქაღალდი, რომელიც იყიდება საკანცელარიო მაღაზიებში,

ნემსი,

ძაფი (სასურველია – სქელი),

წებო (სურვილისამებრ).

გამოჭერი გრძელი მართკუთხედი. ცალ მხარეს კიდეები მოამრგვალე, ისე, როგორც ეს სურათზეა მოცემული.

აკინძე ნემსითა და ძაფით და შემდეგ ძაფი ნელი მოძრაობით გამოქაჩე, ისე, რომ მიიღო ყვავილის ფორმა. ზედმეტი ნაწილი მოაჭერი და დააფიქსირე. არ დაგავიწყდეს ძირის დამაგრება: ან კვლავ ძაფით, ანდა – წებოთი.

გულის ფორმის მოხარშული კვერცხი

დაგჭირდება:

ორი ცალი რეზინი,

მუყაო, ან სურათზე მოცემული ფორმის პლასტმასის ნაკუწი,

მოხარშული კვერცხი

მომრგვალებული ფორმის წვრილი ჯოხი (გამოგადგება ფანქარიც).

 კვერცხი მოათავსე მუყაოს ფორმაში, რომელსაც ორივე მხრიდან რეზინის რგოლებს ჩამოაცვამ და შემდგომ, ისე, როგორც ეს ფოტოზეა მოცემული, დააჭირე ფანქარი. შედეგად, მიიღებ გულის ფორმის კვერცხს, რომელსაც სურვილისამებრ, გაჭრით ორ თანაბარ ნაწილად და მოათავსებ სუფრაზე.

ორიგინალური სასანთლე

დაგჭირდება:

ქილა,

ქაღალდის წებო,

ფუნჯი,

გამოუსადეგარი ჟურნალ-გაზეთის ფურცლები. სასურველია ზედ იყოს გამოსახული რაიმე პრინტი.

ქილას წაუსვი წებო ფუნჯით. შემოახვიე ფურცელი. აცალე გაშრობა და სასანთლეც მზად არის.

ეცადე, ქილა არ იყოს ადვილად აალებადი მასალისაგან დამზადებული და სიმაღლეც ისეთი შეარჩიე, ზედმეტ გადახურებას რომ აარიდოთ ნაკეთობა.

ყვავილის ბურთები

დაგჭირდება:

ბურთის ფორმის ღრუბელი (“გუბკა”),

თავიანი ნემსები (ქინძისთავები),

ქაღალდი,

წებო.

გამოჭერი ოთხყურა ყვავილები პასტელის ფერის ქაღალდისაგან. ორ-ორად ცენტრში დაამაგრე ჭიკარტით. მეორე მხრიდან ყვავილებს წაუსვი წებო და ჩაარჭე ბურთებში.

მსგავსი ნაკეთობით შესაძლებელია როგორც სახლის, ისე ნებისმიერი სუფრის დამშვენება. ფერები შეარჩიე შენი გემოვნებით. დარწმუნებული ვარ, უკეთესი გამოვა.

4 კომენტარი to this post
  1. ეს ყვავილები შეიძლება მაქმანისგანაც გაკეთდეს.ან რომელიმე თხელი ქსოვილისგან. ძალიან კარგი გამოდის.

შენ რას იტყვი?