Home სახლი

სულ მალე სრულიად ქრისტიანული სამყარო იზეიმებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მანამდე, კიდევ ერთხელ, გადავავლოთ თვალი ისტორიას თუ როგორ გაჩნდა კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიცია და რუსმა იუველირმა ფაბერჟემ, როგორ აქცია სააღდგომო კვერცხები ყველაზე ძვირფას და დახვეწილ საჩუქრად.

ფაბერჟე

სააღდგომოდ ჩვენ ყველანი წითლად ვღებავთ კვერცხებს და ერთმანეთს ვუცვლით ამ სიტყვებით: „ქრისტე აღსდგა“. ეს ჩვეულება ძალიან ძველია. არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“.

იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

სწორედ სააღდგომო კვერცხები გახდა საფუძველი, კარლ ფაბერჟეს შთაგონებისა, შეექმნა მამისეულ საიუველირო სალონში ისეთი ხელოვნების ნიმუშები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფუფუნების საგნად გამოდგებოდა. პირველი კვერცხი შეიქმნა 1885 წელს იმპერატორ ლექსანდრე III შეკვეთით, რომელიც მისი მეუღლისთვის სააღდგომო საჩუქრად იყო განკუთვნილი. კვერცხი გლუვი და შემდგომ კვერცხებთან შედარებით სადა გახლდათ, შიგნით ოქროს კრუხი იჯდა, კრუხში კი ლალის გვირგვინი იყო ჩამალული. ამის შემდგომ (1885-1917წლწბში) კარლ ფაბერჟემ დაიწყო კვერცხების სერიის შექმნა. სულ ცნობილია 69 კვერცხის შექმნის ისტორია, რომელთა უმეტესი ნაწილი საიმპერატორო იყო, ალექსანდრე III-ისა და ნიკოლოზ II-ისთვის შექმნილი.

კარლ ფაბერჟე კვერცხების ძირითადად მასალას ოქრო-ვერცხლი და ძვირფასი თვლებით შეადგენს, თუმცა ბევრ მათგანში გამოყენებულია მთის ბროლი, ძვირფასი ხე და, რაღა თქმა უნდა, სხვადასხვა მექანიზმები. დღესდღეობით ეს უნიკალური ნამუშევრები ინახება სხვადასხა ცნობილ მუზეუმებსა და კერძო კოლექციონერების საცავებში. მათი ფასი კი 50. 000 დოლარიდან, რამდენიმე მილიონ დოლარამდე მერყეობს. მაგალითად, ფაბერჟეს ნამუშევარი როტშილდის სააღდგომო კვერცხი, 2008 წელს ლონდონში “კრისტის” აუქციონზე 18 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ესეც პატარა ექსკურსი სააღდგომო კვერცხებიდან ფუფუნების საგნებამდე. გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

2 კომენტარი to this post
    • რაში გამოიყენებენ ადამიანები უამრავ ძვირფას ფფუფუნების საგნებს???არც არაფერში, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ასეთი ნივთებისგარეშე ვერ ცოცხლობს

შენ რას იტყვი?