არასდროს იცი, რა მოხდება დღეს, ამიტომაც როცა იღვიძებ, სახლიდან პურის საყიდლად გადიხარ, თუ ქორწილში ხარ მეჯვარე, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად. ქალი ყოველთვის ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს და არ აქვს მნიშვნელობა, პმს გაქვს, ცუდ ხასიათზე ხარ, 10 წელია, რაც გათხოვდი თუ უბრალოდ, ყველაფერი გეზარება.

დრო არავის გვაყრია თავზე, ამიტომაც გვჭირდება ქალური მოხერხებულობა, რომლითაც ამ დავალებას უნდა მოვუდგეთ. ზოგადად, არაფერია რთული, როცა იცი რა და როგორ უნდა გააკეთო. ამ პოსტში შემოგთავაზებთ ვარცხნილობებს, რომლებსაც სულ რამდენიმე წუთი და ძალიან ცოტა ენერგია ესაჭიროება, მაგრამ სამაგიეროდ შენ გამოიყურები ლამაზად ყველგან: წინსაფრით ქურასთან, თუ საღამოს რომანტიკულ პაემანზე, თანაც სალონში ვიზიტებისა და ფულის გადაყრის გარეშე.

მაშ ასე: გვაქვს რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, რომლებშიც აუცილებლად იპოვი სასურველს. რაც შეეხება ვიდეოებს, სამწუხაროდ ქართული ტუტორიალები არ მოგვეპოვება, თუმცა ეს ნამდვილად არ შეგიშლის ხელს.

კარგი იქნება, თუ ყოველთვის იქონიებ თმის ლაქს და ბევრნაირ თმის სამაგრს.

ნაწნავი

486d42eaebc05a1ebc5ca5a79129c4b7

მგონი, ნაწნავი ყველა დროის ყველაზე ფართო თემაა. აუცილებლად გადახედე ჩვენს სტატიას ნაწნავის 8 სახეობაზე, სადაც ფოტოებსაც იპოვნი და ვიდეო-ინსტრუქციებსაც. აქვე ფრანგული ნაწნავის ამ ვიდეო – ტუტორიალს შემოგთავაზებთ.

კუდი

ცხენის კუდზე უკვე გვაქვს კარგი სტატია ვიდეო – ტუტორიალებით, თუმცა ამ ვიდეოების ნახვასაც გირჩევდი; მე პირადად, რამდენიმე მათგანს ხშირად ვიყენებ და ძალიანაც მომწონს. ჰო, კიდევ ერთი: ხშირი პრობლემაა პატარა ბუწუწოები, რომლებსაც ვერაფრით ამაგრებ და მზესავით შარავანდედი გადგას თავზე. ამას ძველი კბილის ჯაგრისი და თმის ლაქი მოგიგვარებს. დაასხი მცირე ოდენობით ლაქი ჯაგრისს და გადაისვი შეკრულ თმაზე.

სწორი თმა

bd200bcddf69bf3a25b18ff153c2c1aa

შარფი

შედარებით ექსტრავაგანტური ხერხია, რომელიც ნამდვილად არ უხდება ყველას, თუმცა საზღვაო სეზონზეც გამოდგება და რაღაც-რაღაცეებსაც დამალავს. ასევე შეგიძლია, წვრილი შარფი ნაწნავში ჩაიწნა, ნამდვილად მშვენიერი გამოდის.

აბადოკი

ეს 2 სტილი ჩემი ფავორიტია. ძალიან მარტივად, ზედმეტი წვალების გარეშე ვიკეთებთ ძველი ბერძნული სტილის ვარცხნილობას:

ხვეულა

7c8f464effc0ecc1816588feb7330dfdერთ – ერთ პოსტში გასწავლიდით, როგორ გავიკეთოთ თმით ბაფთა. თუმცა ხვეულა საკმაოდ ფართო თემა აღმოჩნდა და მხოლოდ ამით არ შემოფარგლულა. ქვემოთ მოცემული ხერხებიდან რამდენიმე ვიცოდი, რამდენიმე კი ნამდვილად აღმოჩენა გახდა ჩემთვის. იმედია, შენც მოგეწონება:

მოკლე თმა

ბევრი გოგოსგან გამიგია, რომ ვერაფერს უხერხებენ თმას, რადგან მოკლეა. ნურას უკაცრავად, გოგონებო, ეს ფაქტი სულაც არ გაძლევთ სიზარმაცის უფლებას!

თმის ცარცი

თმის ცარცზე სხვა პოსტებშიც ვწერდით. თუ გინდა, ყოველ დღე ახალი ფერის თმა, ანდა, სულაც ცისარტყელა თავზე, ეს პროდუქტი შენთვისაა! ბმულზე ნახავ ამაზონის ლინკსაც შესაძენად. ეს ტუტორიალი კი მის სწორად გამოყენებაში დაგეხმარება.

ბონუსად ფოტოგალერეა ინსპირაციისთვის:

იმედია, სტატია გამოგადგება. და ბოლოს, უპასუხე გამოკითხვასაც:

რომელ სტილს გამოიყენებ ყველაზე ხშირად?

View Results

Loading ... Loading ...