თუ ერთფეროვანი საკანცელარიო ნივთები მოგბეზრდა და შენს სამუშაო მაგიდას ცოტა წახალისება სჭირდება, ჩვენი მორიგი DIY სწორედ შენთვისაა. ამჯერად გასწავლით როგორ გააკეთო საკანცელარიო ყუთი, ფაილების ჩასადები და ბარათის დამჭერები.

საკანცელარიო ყუთი

საჭირო მასალა:


კონსერვის ქილებისა და სამაგრების რაოდენობა ერთმანეთზეა დამოკიდებული.

პირველ რიგში კონსერვის ქილას აუცილებლად გაუქლიბე პირი, რათა ხელი არ გაიჭრა! შემდეგ აიღე წებოვანი ან ჩვეულებრივი ფერადი ქაღალდი და შემოახვიე ქილას, რომ შესაბამის ზომაზე გამოჭრა. როდესაც ქაღალდის დაწებებას მორჩები, დაამაგრე სამაგრებით და ჩააწყვე სასურველი საკანცელარიო ნივთები.

კონსერვის ქილების გამოყენების სხვა იდეები:

ფაილების და ჟურნალების ჩასადები

საჭირო მასალა:

  • ხორბლეულის ყუთი
  • ფერადი ან გადასაკრავი ქაღალდი
  • მაკრატელი
  • წებო ან წებოვანი ლენტი

ყუთის ქვემოდან გაზომე 10 სანტიმეტრი და გაუსვი ხაზი. შემდეგ მოაჭერი თავი და 45 გრადუსიანი კუთხით ჩაჭერი ხაზამდე ორივე მხარეს (იხილე ფოტო).

თუ სწორად მოჭრილი არ მოგწონს, შეგიძლია ასეთი ფორმაც მისცე.

ამოჭრის შემდეგ კი მორთე და გააფორმე ისე როგორც მოგინდება. იდეებისთვის გადახედე ფოტოებს.

ბარათის დამჭერები

საჭირო მასალა:

  • ფერადი მავთულები უფრო მეტი ეფექტურობისთვის
  • ბრტყელტუჩა

ამ დამჭერების გაკეთება ძალიან მარტივია, არც რამე განსაკუთრებულ ძალას და აკურატულობას მოითხოვს, უბრალოდ დაგრიხე მავრთულები, ერთმანეთს გადააჯვარედინე და შესაფერისი ფორმა მიეცი.

ვოალა! :)

თუ მთლიანად მაგიდის შეცვლა გინდა, აი იდეაც.

ამ იდეის განხორციელებისთვის ფერადი წებოვანი ლენტები და მაკრატელი დაგჭირდება.

აუცილებლად გაგვიზიარე შენი DIY იდეები და ნაკეთობები. წარმატებას გისურვებთ!