Home სახლი

ყველას მოგვეძებნება სახლში ძველი მაისური, რომელსაც არანაირი წარწერა, ან გაფორმება არ ამშვენებს. მოდი სანამ სანაგვე ყუთში მოისვრი, ჩვენს მორიგ DIY-ს გადახედე, იქნებ მოგეწონოს და მუზებიც მოგივიდეს :)


საჭირო მასალა:

• მაისური
• წებოვანი ლენტი
• მაკრატელი
• ნაჭრის საღებავი
• ღრუბელი
• ჭიქა


თუმცა სანამ საქმეს შეუდგები, გაითვალისწინე:

  • მაისურს შიგნიდან ამოუდე მუყაო, რათა საღებავი მეორე მხარეს არ გადავიდეს
  • თუ გადახუნებულის, ან ვინტაჟური ეფექტის მიღება გინდა, შეღებილი მაისური რამდენჯერმე გარეცხე.

იდეებისთვის გადახედე ფოტოებს, ხოლო სხვადასხვა სამოსის განახლებისთვის კი ჩვენს სტატიას.

წარმატებები!

1 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?