თუ გსურს შენს სახლშიც იგრძნობოდეს საახალწლო განწყობა, ჩვენ გთავაზობთ იდეებს, როგორ შექმნა იგი თავად, თანაც მარტივად და იაფად.

1. მანათობელი ნაძვის ხე

დაგჭირდება:

  • ფორმატის ფურცელი
  • ფერადი ძაფები
  • წებო
  • სანთელი

დაახვიე ფორმატი ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები, ბოლოებში ოდნავ გაჭერი ძაფის დასამაგრებლად და შემოახვიე ძაფი. სიმყარისთვის შეგიძლია ძაფს წებო წაუსვა. მოაცილე ფორმატი და დადგი მაგიდაზე. შეგიძლია, პატარა სანათური შეუდგა ქვეშ და მანათობელი ნაძვის ხე გექნება.

DIY-Christmas-Decorations-0

2. ელფის ქუდები

დაგჭირდება:

  • მუყაო
  • ფერადი ქსოვილი
  • საკანცელარიო სამაგრი

მუყაოსგან გამოჭერი სამკუთხედები, შემოახვიე სხვადასხვა ფერის ქსოვილი და ელფის ქუდებიც მზადაა :) ქსოვილის დამაგრება საკანცელარიო სამაგრით შეგიძლია.

DIY-Christmas-Crafts-42

3. სადღესასწაულო ტანსაცმელი შენი მაცივრისთვის

დაგჭირდება:

  • მაკრატელი
  • ფერადი ფურცლები
  • წებო
  • და რა თქმა უნდა, მაცივარი

შეგიძლია მაცივარი სხვადასხვა ფერის და ფორმის წებოვანი ქაღალდებით მორთო.

new year fridge

4. სადღესასწაულო მორთულობა კარისთვის

მაცივრის მსგავსად, კარის მორთვაც შეგიძლია, მაგალითად, აი ასე:

DIY-Christmas-Crafts-31

5. კედლის ნაძვის ხე

თუ დიდი ნაძვის ხე გინდოდა, მაგრამ არ გაქვს შეგიძლია, უბრალოდ კედელზე მიახატო, ან დიდი ზომის ფორმატზე ამობეჭდო და გააკრა. შემდეგ ნახატი ნათურებით მორთო ან ისე, როგორც ფოტოზეა. თუ ეს იდეა არ მოგწონს და საერთოდაც, მოგბეზრდა ტრადიციული ნაძვის ხე, ჩვენ ალტერნატიულ იდეებსაც გთავაზობთ.

DIY-Christmas-Crafts-19

6. მხიარული ბოთლები

დაგჭირდება:

  • ცარიელი მინის ბოთლები
  • სხვადასხვა ფერის საღებავი

გაქვს გამოუყენებელი მინის ბოთლები? გაასუფთავე და შეღებე საშობაო ფერებში. ჩაასხი საღებავი და ნელა ატრიალე ისე, რომ საღებავი ყველგან მოხვდეს.

DIY-Christmas-Crafts-5

7. საახალწლო ჟალუზები

ბევრი სათამაშო დაგიგროვდა? შეგიძლია, მარტივი “ჟალუზები” გააკეთო. სულაც არ არის აუცილებელი ერთნაირი სათამაშოები იყოს, საბჭოთა დროის დეკორაციებიც გამოდგება. იყავი ორიგინალური.

DIY-Christmas-Crafts-21

8. გირჩების მძივი

…ან უბრალოდ გირჩების დიდი მძივი გააკეთე ბუხრისთვის.

Pinecone-Garland-1text

ჩვეულებრივი ლენტის ნაცვლად საშობაო ნათურების გამოყენებაც შეიძლება აი, ასე:

pinecones christmas diy

გადახედე ჩვენს სტატიებს, სადაც გთავაზობთ იდეებს, თუ როგორ გაერთო ახალ წელს, სად გაატარო 31 დეკემბერი. ხოლო თუ ჯერ კიდევ ვერ მოიფიქრე, როგორ გაატარო ახალი წელი, ჩვენ ამისთვისაც გთავაზობთ რამდენიმე იდეას.