Elegant  holiday table setting with red ribboned gift l2

ყველას გვინდა ჩვენი გაშლილი სუფრა განსაკუთრებულად ლამაზი და დასამახსოვრებელი იყოს, ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე დეტალს შენი დღესასწაულის გასახალისებლად.

სანთელი ჭიქაში

a3

საჭირო მასალა: ნაძვის პატარა ტოტები, გამჭირვალე მაღალი ჭიქა და პულივიზატორიანი წებო-აეროზოლი.

შეარჩიე ნაძვის ტოტების რბილი ნაწილი, პულივიზატორიანი წებო-აეროზოლით დანამე ტოტები, დანამული ტოტები დააფიქსირე ჭიქაზე, თანაბარ სიმაღლეზე, მოაჭერი ზედმეტი ნაწილები და ჭიქაში ჩადგი მაღალი არომატული სანთელი.

სადღესასწაულო ქუდი

a4

საჭირო მასალა: ფერადი ქაღალდი, წებო, ბჭყვიალები, სადღესასწაულო  წვიმა, რეზინი.
ფერადი ქაღალდით გამოჭერი კონუსის ფორმა და დაფარე მთლიანად წებოთი. დააყარე ერთი ან სხვადასხვა ფერის ბჭყვიალები, ძირი და წვერი დაფარე წებოთი და მოახვიე სადღესასწაულო წვიმა. ბოლოს კი დაამაგრე რეზინი, რომელიც ერგება შენს თავის ზომას. დასამაგრებლად შეგიძლია გამოიყენო წებო ან  ნემსი და ძაფი.

თოვლი ჭიქაში

a5

საჭირო მასალა: მარილი, სოდა, პატარა ნაძვის ხე (ან რამე პატარა სათამაშო), მუყაოს ფირფიტა და წებო.

დამზადების წესი კარგად ჩანს ფოტოზე.

აქვე, გთავაზობთ სხვადასხვა დიზაინს შენი სადღესასწაულო სუფრისთვის: