Home სახლი

გჭირდება ზაფხულისთვის სამკაულები და აქსესუარები? გირჩევ, თავადვე გადახვიდე მათ დამზადებაზე. ამჯერად, გთავაზობთ ნიანგის კბილის ყელსაბამის დამზადების ხერხს. შეგიძლია, ფანტაზია აამუშავო და თავადაც მოიფიქრო ორიგინალური იდეები.
1-Main14

დაგჭირდება:

– მშრალი თიხა;
– ფრჩხილის ფერადი ლაქი (ჩვენ ვარდისფერი გამოვიყენეთ);
– ფრჩხილის უფერული ლაქი;
– ოქროსფერი ფოლგა / ფურცლები;
– ოქროსფერი ძეწკვი;
– ოქროსფერი ყულფი ძეწკვის ჩამოსაკიდად;
– შესაკრავი ძეწკვისთვის;
– კბილის საჩიჩქნი ჯოხი.

2-Materials1

ინსტრუქცია:

1. მიეცი თიხის პინგ–პონგის ბურთის ფორმის ნაჭერს მომრგვალებულ-კუთხიანი სამკუთხედის ფორმა.

2. დაამუშავე ისე, რომ ვეშაპის კბილს დაემსგავსოს: თითოეული მხრიდან ცენტრისაკენ შეატყუპე იმგავარად, რომ ქვედა კუთხე იყოს წაწვეტებული.

3. ბასრი საგნით, მაგალითად კბილის საჩიჩქნი ჩხირით, გაავლე პარალელური ხაზი თიხის ცენტრალურ ნაწილში.

3-Shape

4. გამოიყენე იგივე ჩხირი, რათა კუთხეებს უფრო მეტად გამოკვეთილი ფორმა მისცე და დაუმატო ტექსტურა.

5. ზედა მხარეს, შუაში ჩაარჭე ყულფი, სადაც ძეწკვმა უნდა გაიაროს.

6. დატოვე გასაშრობად ერთი დღე–ღამის განმავლობაში.

4-Paint

7. შეღებე კბილის ქვედა ნაწილი ფრჩხილის ნათელი ფერის ლაქით. შესაძლოა, რამდენიმე ფენის გამოყენება დაგჭირდეს.

8. კბილის ზედა ნაწილს გადაუსვი უფერო ლაქი (თუ გინდა, წებო) და შემდგომ დაამაგრე ზედ ოქროსფერი ფოლგა / ფურცლები. შეგიძლია, კონფეტის ქაღალდიც გამოიყენო.

9. როცა გაშრება, გაატარე ძეწკვი და დაამაგრე შესაკრავები.

5-Last

ოქროსფერი ძეწკვის ნაცვლად, შეგიძლია ხელოვნური ტყავის თასმები გამოიყენო და სულაც – სამაჯურები გააკეთო ამ ტექნიკის გამოყენებით.

გაითვალისწინე, მშრალი თიხის დამუშავების შემდგომ მიღებული მასა არ უნდა იყოს თხელი, რამდენადაც – ადვილად მსხვრევადი ხდება.

ფრჩხილის ფერადი ლაქის ნაცვლად, შეგიძლია, გუაშებიც გამოიყენო – უფრო ნატურალურ ფერთა გამის მისაღებად. უბრალოდ, არ დაგავიწყდეს ზედ უფერო ლაქის გადასმა, რომ საღებავი ტანსაცმელზე და/ან სხეულზე არ გადავიდეს.

წარმატებას გისუვებთ!

მსგავსი სტატიები

შენ რას იტყვი?