Home სახლი

ფერადი აქსესუარები ზაფხულის აუცილებელი ინგრედიენტია, რადგან ოდნავ გარუჯულ კანზე ფერადი ნივთები უფრო მკაფიოდ ჩანს, თან რომელი გოგო იტყვის უარს ახალ აქსესუარზე. ჩვენი ახალი DIY-ც სწორედ ამისთვისაა: როგორ გამოვიყურებოდეთ მოდურად, თანაც ისე, რომ ამისთვის მინიმალური ძალისხმევა დაგვჭირდეს.

დაგჭირდება:

• მრგვალი სამაჯურები
• საქარგი ძაფები
• სხვადასხვა ფორმის მძივები
• წებო
• კბილის ჩხირი
• ბრტყელტუჩა
• მაკრატელი

ნაბიჯი 1

კბილის ჩხირით წაუსვი სამაჯურებს წებო.

ნაბიჯი 2

დაიწყე ძაფის მოხვევა სანამ სამაჯურს სრულად არ დაფარავ.

ნაბიჯი 3

გამოიყენე ბრტყელტუჩა და შენს ნახელავს მძივები დაამაგრე.


მხიარული და საზაფხულო ეფექტის მისაღებად გამოიყენე მეტი აქსესუარი და ფერი.


აი კიდევ რამდენიმე იდეა სხვადასხვა ტიპის მოდური სამაჯურისთვის:

2 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?