Home სახლი

იქ, სადაც ყველაზე დიდ დროს ატარებ რა თქმა უნდა, კომფორტი გჭირდება. არ დაგავიწყდეს, რომ კომფორტი მხოლოდ კარგი სავარძელი და მოხერხებული მაგიდა არ არის.

არომათერაპია უხსოვარი დროიდან ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა როგორც სახალხო მედიცინაში, ისე მედიტაციასა და რელაქსაციის თერაპიაში. ამ სტატიაში მარტივ ხერხს გასწავლით როგორ უნდა დაამზდოთ სურნელოვანი, ლამაზი და განსხვავებული არომატული სანთლები, რომელიც რომანტიულ, სარელაქსაციო, ან უბრალოდ მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარება.

საჭიროა:
• სოიოს ცვილი ან ძველი, ნახევრადგამოყენებული სანთელი (ან სანთლების ნარჩენები)
• მუყაოს ყუთები (რძის, იოგურტის ან კეფირის კონტეინერები)
• წვრილი ფითილი (პატრუქი)
• წყალგამძლე წებო
• ყინულის კუბები

მასალები
დაჭერი (დატეხეთ) სანთლის ან/და ცვილის ნაჭრები საშუალოზე ოდნავ პატარა ნაწილებად.

მოაჭერი თავი მუყაოს კოლოფებს და კარგად გაწმინდე. დააწებე ფითილის ბოლო მუყაოს ყუთის ძირზე, მეორე მხარე გადაახვიე ფანქარზე და დადე ყუთის გადანაჭერზე გარდიგარდმო.

გადაადნე სანთლის ნატეხები და დაამატე არომატული ეთერზეთები (უმჯობესი იქნება, თუ არომატებს წინასწარ დატესტავ). შემდეგ, გაავსე მუყაოს ყუთი ყინულის ნატეხებით (ეცადეთ რომ ნატეხები არც ძალიან დიდი ზომის იყოს და არც ძალიან პატარა) და დაასხი გამდნარი ცვილი ისე, რომ ყინულები მთლიანად დაიფაროს.

დამზადება

დაელოდე რამდენიმე საათს, შემდეგ კი მუყაოს ყუთში დაგროვილი წყალი ფრთხილად გადაღვარე. ამის შემდეგ მუყაოს ყუთი ფრთხილად შემოაჭერი უკვე გამზადებულ სანთელს. იმის გამო რომ სანთელი ფორებიანი გამოვიდა შესაძლოა, ყუთის დაჭრის შემდეგ რამდენიმე ჩამოტეხილი ნაწილაკიც იპოვო.

ყინულოვანი სანთელი

ასეთი სანთლები შეგიძლია საკვების საღებავით შეღებო კიდეც და სხვადასხვა გამშრალი მცენარის ნაწილაკებიც ჩაატანო.

ექსპერიმენტებისთვის გზა ხსნილია, შექმენი არომატული და სასიამოვნო გარემო შენი ფანტაზიით.

შენ რას იტყვი?