ახალი წლის საღამომდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. თუ არ გაკმაყოფილებს ტრადიციული ნაძვის ხე და გსურს შენი მორთულობები ყველასგან გამორჩეული და რაც მთავარია, საკუთარი ხელით დამზადებული იყოს, გადახედე ჩვენს იდეებს.

1. ნაძვის ხის ბურთი

დაგჭირდება:

  • ძველი სათამაშო, ან ბურთი
  • ფუმფულა ქსოვილი
  • მძივები
  • წებო
  • ფერადი ლენტი

აიღე მრგვალი ბურთი ან ფუმფულა ნაჭერი და მძივები. მძივები ნემსით ან წებოთი დაამაგრე ბურთზე. საკიდი შეგიძლია ლენტით გაუკეთო.

8f8d3950ff568475e62b36bf6d17015f

2. საახალწლო ნათურები

თუ ნათურები გადაგეწვა, ნუ გადაყრი, მოხატე. მაგალითად ისე, როგორც სურათზეა. ან უბრალოდ წითლად შეღებე, გაუკეთე საკიდები და უკვე საახალწლო სათამაშოებიც გაქვს.

DIY-Christmas-Crafts-8

3. ორიგინალური ნაძვის ხეები

დაგჭირდება:

  • ფერადი ღილები
  • მავთული, ან ფერადი ძაფი

თუ ბევრი ღილი გაქვს, უბრალოდ დაალაგე ზომის მიხედვით და ააწყვე პატარა ნაძვის ხეები.

DIY-Christmas-Crafts-2

ან შეკარი ზონრით და ჩამოკიდე ნაძვის ხეზე.

DIY-Christmas-Crafts-44

4. საახალწლო რგოლი

დაგჭირდება:

  • სარეცხის სამაგრები
  • მავთული
  • პულივიზატორიანი საღებავი
  • ფერადი ლენტი
  • საშუალო ან დიდი ზომის მძივები

სარეცხის სამაგრებისგან სამაზი საახალწლო რგოლის გაკეთება შეგიძლია. შეგიძლია სამაგრებს შორის ერთი ან სხვადასხვა ფერის მძივები დაამაგრო.

DIY-Christmas-Wreath-15

5. ალტერნატიული ნაძვის ხე

ზამთარში გირჩებს ბევრგან შეხვდები. მოაგროვე და მშვენიერი დეკორაციები გამოვა. მაგალითად, მინიატურული ნაძვის ხე, რომლისთვისაც გირჩები და რამდენიმე ფერის საღებავი დაგჭირდება.

DIY-Christmas-Crafts-15

გადახედე ჩვენს სტატიებს, სადაც გთავაზობთ იდეებს, თუ როგორ გაერთო ახალ წელს, სად გაატარო 31 დეკემბერი. ხოლო თუ ჯერ კიდევ ვერ მოიფიქრე, როგორ გაატარო ახალი წელი, ჩვენ ამისთვისაც გთავაზობთ რამდენიმე იდეას.