ძალიან ცოტა დარჩა ჰელოუინამდე. მართალია ამ დღესასწაულს საქართველოში მასიურად არ აღნიშნავენ, თუმცა ზოგი დიდი ხალისით ელოდება და ზეიმობს კიდეც.

ამერიკაში და ევროპაში ამ დღის აღსანიშნავად დესერტებსაც კი ამზადებენ დიასახლისები და მთელ ოჯახს უმასპინძლდებიან.

არ აქვს მნიშვნელობა აღნიშნავთ თუ არა ჰელოუინის დღესასწაულს, თუ თქვენ უბრალოდ გიყვართ გემრიელი დესერტები და დაითანხმებთ ვინმეს მოგიმზადოთ  იგი (ან უკეთეს შემთხვევაში თვითონ მოამზადებთ) მაშინ ეს სტატია  სწორედ თქვენთვისაა.

სნიკერსის ნაყინის ტორტი:

მოქმედი დრო: 15 წუთი

მთლიანი დრო: 4 საათი და 15 წუთი

ნოყიერი და გემრიელი დესერტი, თუმცა ძნელი გამოსაცნობი ნამდვილად არ არის

ნაყინის ტორტი სნიკერსი

რატომ არის ნოყიერი და გემრიელი, როცა მის შემადგენლობაში ნაყინი, სნიკერსი, თხილი და სხვა “გემრიელობებია”.

ინგრედიენტები

  • ერთი პორცია შოკოლადის ნაყინი.
  • ეგრედწოდებული “Oreo Cookie Crust”
  • 3 კოვზი არაქისის კარაქი.
  • ნახევარი ჭიქა კარამელის ნაყინი.
  • ნახევარი ჭიქა მარილიანი თხილი.
  • ნახევარი ჭიქა წვრილად დაჭრილი სნიკერი.
  • თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ კიდევ შეურიოთ სხვა ნაყინიც.

მომზადება:

  1. მოასხით შოკოლადის ნაყინი “Cookie Crust”-ს. შეურიეთ არაქისის კარაქი და კარამელის ნაყინი, ამას შეურიეთ 1/3 ჭიქა  შოკოლადის ნაყინი,  შემდეგ მოაყარეთ წვრილად დაჭრილი “სნიკერსის” შოკოლადი და თხილი. შედგით მაცივარში და გაყინეთ.
  2. დაასხით 1-2 სუფრის კოვზი წყალი, მოაყარეთ დანარჩენი სნიკერსი და თხილი. გააჩერეთ 4 საათი მაცივარში.
  3. 20 წუთი დაელოდეთ გალღობას და გემრიელად მიირთვით.
შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ კიდევ უფრო გემრიელი დესერტებისა და არა მხოლოდ ტკბილეულობის რეცეპტებს.