Home სახლი

ქალისა და სამზარეულოს დღევანდელი და ადრინდელი დამოკიდებულება სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ადრე თუ დედებისგან შვილებს გადაეცემოდათ რეცეპტები და კულინარული საიდუმლოები, დღეს არცთუ ისე ბევრი ჩემი ნაცნობი ქალი ატარებს სამზარეულოში დიდ დროს.  მიზეზი ისაა, რაც მე და შენ კარგად ვიცით, უფრო მეტი გასაქანი და სასარგებლო საქმის კეთების საშუალება გვაქვს, ბებიებისგან განსხვავებით დიდი ხანია სამზარეულოს კარი გამოვიჯახუნეთ. ამიტომაც მე ვერ გაგაკვირვებ საკუთარი კულინარული შედევრებით, თუმცა ხანდახან არის მომენტი, როცა გინდა მოამზადო რაღაც შემწვარი კვერცხისა და მაკარონისგან განსხვავებული.

თუ შენც ჩემსავით არ გამოირჩევი კულინარული ოსტატობით, მაშინ ქათამი რომაულად სწორედ შენთვისაა. ის დაგეხმარება თავი მოიწონო გემრიელი კერძით, რომელსაც მარტივად მოამზადებ.

მომზადების ხანგრძლივობა 15 წუთია.

დაგჭირდება:

ქათმის ფილე – 500 გრ

ბულგარული წიწაკა – 1 ც.

ზეთისხილი – 100 გ.

ხახვი – 2 საშუალო თავი

პომიდორი – დაახლოებით 2-3ც (150 გ)

ხმელი ქინძი, ოხრახუში, ზეთი, მარილი, წიწაკა.

თეთრი ღვინო – 100 მლ.

→ პიველ რიგში მოამზადე სოუსი: 1 თავი ხახვი დაჭერი და მოთუშე, 3-4 ცალი კან გაცლილი პომიდორი წვრილად დაჭერი და დააყარე, შეკმაზე მარილით, წიწაკით და ოხრახუშით.

→ ქათმის ხორცი დაჭერი მოგრძო წვრილ ნაჭრებად შეკმაზე მარილით, წიწაკით და ხმელი ქინძით. დაასხი ტაფაზე ზეთი და შეწვი ყველა მხრიდან.

→ დაამატე ფენა-ფენად და თხლად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და ხახვი. მოთუშე. შემდეგ დაასხი თეთრი ღვინო და მოაყარე წვრილად დაჭრილი ზეთისხილი. ამის შემდეგ კიდევ 5 წუთი თუშე და შემდეგ უკვე მოასხი სოუსი. 2-3 წუთის შემდეგ გამორთე და ქათამი რომაულად მზადაა!

ამ კერძს ძალიან უხდება მაკარონი ყველით, რომლის მომზადება ძალიან ადვილია, უბრალოდ მაკარონის მოხარშვა და წვრილად დაჭრილი ყველის მოყრაა საჭირო.

5 კომენტარი to this post
  1. ეს რეცეპტი რამდენ ადამიანზეა? ანუ რამდენი პორცია გამომივა ეს რომ გავაკეთო, ძალიან ადვილი და მადისაღმძვრელი ჩანს და მინდა რომ ვცადო

შენ რას იტყვი?