Home შენი ხელით

თუ შენც ჩემსავით არარსებულ შვებულებას ქალაქში ატარებ, ან გაგიმართლა და აგარაკზე ჩრდილში, ჰამაკში ნებივრობ, ცივი ყავა ალბათ თქვენი განუყრელი მეგობარია. ფრიად პატივცემული ცივი ყავა ნამდვილად პოპულარული სასმელია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ის მხოლოდ ყავის, შაქრისა და წყლის მიქსი არ არის. ამ სასმელის დამზადების ტექნოლოგიაში რამდენიმე პატარა ნიუანსი არსებობს, რომლის გათვალისწინებაც ნამდვილად არ გვაწყენს.

სანამ ძირითად რეცეპტებზე გადავიდოდეთ, რამდენიმე საბაზისო რჩევა:

  • როგორც ჩემი მეგობარი და სარესტორნო ბიზნესის ნამდვილი ექსპერტი, გიორგი ლეკიაშვილი გვირჩევს, საუკეთესო არჩევანი ცივი ყავისთვის აპარატის ყავა, ამერიკანოა. თუ აპარატის ყავას არ გამოყენებ, ხსნადი ყავისთვის ბლენდერის გამოყენება აჯობებს. დიდი მადლობა ბატონ გიორგის, რადგანაც მისი ხელი ურევია საბაზისო რეცეპტებში, რომელსაც დღეს გაგიზიარებთ.
  • გაითვალისწინე ყავის სახეობა. თუ ხსნად ყავას იყენებ, რომელიც საკმაოდ არომატული არ არის, 1 კოვზზე მეტი გამოიყენე პორციისთვის.
  • ყავის გასათქვეფად რამდენიმე მეთოდი შეგიძლია, გამოიყენო: აპარატის ყავა და შეიკერი ( უფრო შინაურულად ქილა ან ფართოყელიანი ბოთლი), სპეციალური სათქვეფები ან ბლენდერი. გაითვალისწინე, რომ ყველა მეთოდი ცოტა განსხვავებული გემოს ყავას გაგითქვეფს, ყოველ შემთხვევაში, მე შეიკერის ან ქილის გამოყენება მირჩევნია.
  • ყავის გათქვეფისას წყალი ზედმეტი არ უნდა მოგივიდეს. 100 ან 150 გრამი სრულიად საკმარისია. სხვა შემთხვევაში ყავა წყალწყალა და უგემური გამოდის.
  • გამოიყენე ფანტაზია! ყავას რძე, ნაყინი, კარამელი, ვანილი, დარიჩინი, ალკოჰოლი შეგიძლია, დაამატო.

ახლა კი რამდენიმე გემრიელ რეცეპტსაც შემოგთავაზებთ. არ დაგავიწყდეს, თუ რომელიმე მოგეწონება და ყავასაც მოამზადებ, ფოტო ფინქის ფეიჯზე გამოგვიგზავნე, ან ინსტაგრამზე  აგვედევნე და #PinkGe ჰაშთაგი გამოიყენე.

კლასიკური ცივი ყავა ნაყინით

dd

დაგვჭირდება:

▶ ხსნადი ყავა ან ესპრესო, 1 პორცია;

▶ 100 გ. ნაყინი (დაახლოებით 2 ბურთულა);

▶ შაქარი გემოვნებით;

ბლენდერში ჩაყარე ყავა, შაქარი, დაამატე ცხელი წყალი დაალოებით 100 ან 150 გრამი, ცოტა ყინული და გათქვიფე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, რომ ყავა და შაქარი კარგად გაიხსნას. მიღებულ მასას დაამატე წყალი, ყინული და ნაყინი გემოვნებით. გასაფორმებლად თხევადი შოკოლადი ან კარამელიც შეგიძლია, გამოიყენო.

ცივი ყავა რძით

enhanced-buzz-19688-1366921769-2

დაგვჭირდება:

 ხსნადი ყავა ან ესპრესო, 1 პორცია;

▶ 100 გ. რძე;

▶ შაქარი გემოვნებით;

რძიანი ცივი ყავა ჩემი საყვარელი რეცეპტია. მომზადების ტექნილოგია ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნაყინიანი ყავის. უბრალოდ გათქვეფილ ყინულიან მასას წყლის შემდეგ რძეც დაამატე. გარდა იმისა, რომ ეს მიქსი ძალიან გემრიელია, ფინჯანიც ძალიან ლამაზი შესახედია ხოლმე.

Cà phê sữa đá

ასე ეძახიან ცნობილ ვიეტნამურ ცივ ყავას. ამ რეცეპტს სულ ცოტა ხნის წინ გადავაწყდი. მართალია, ჯერ თავად არ მომიმზადებია, თუმცა დამეთანხმები, ძალიან გემრიელად გამოიყურება. თუ მოამზადებ, აუცილებლად გაგვიზიარე შთაბეჭდილებები!

მაშ ასე, cà phê sữa đá-ს მოსამზადებლად დაგვჭირდება:

▶ ესპრესო, ან ყავა, რომელიც პრესის ან ფილტრის საშუალებით შეგიძლიათ, მოამზადოთ. ყავის საფქვავით მსხვილად დაფქული ყავაც გამოდგება. რეცეპტის ინგლისურ ვერსიებში Ground Coffee-ა მოხსენიებული.

▶ ფილტრი ან ყავის პრესი;

▶ შედედებული რძე;

▶ ყინული;

ჩაასხი ფინჯანში შედედებული რძის საბაზისო ფენა. შემდეგ ფილტრში ან პრესში ჩაყარე ყავა, დაამატე ცხელი წყალი და დაელოდე გაფილტვრას. როცა ყავა მთლიანად გაიფილტრება, ყინული დაამატე და კარგად აურიე. ესეც ასე, cà phê sữa đá-ც მზადაა!

ცივი ყავის კუბები რძით

kori.coffee.4.1

tumblr_nnxx96tw3H1tkup1jo1_r1_500

დაგვჭირდება:

▶ ხსნადი ყავა ან ესპრესო;

▶ 1 ჭიქა რძე;

▶ შაქარი გემოვნებით.

მშვენიერი მეთოდია მათთვის, ვისაც რძეც უყვარს და ყავაც. მოამზადე ჩვეულებრივი ყავა, დაამატე შაქარი გემოვნებით, გადაანაწილე ყინულის ფორმებში და გაყინე. გაყინული კუბები შეგიძლია ბედნიერად დაამატო რძეს და დატკბე ორიგინალური ცივი ყავით.

ცივი ყავა კონიაკით ან ლიქიორით

enhanced-buzz-10280-1366922311-9

დაგვჭირდება:

▶ კონიაკი. საუკეთესო შემთხვევაში Baylis ან Grand Marnier. თუმცა მე სახლში დაყენებული არომატიზებული კონიაკიც გამომიყენებია;

▶ ხსნადი ყავა ან ამერიკანო;

▶ შაქარი გემოვნებით;

▶ ყინული.

მოამზადე ცივი ყავა კლასიკური რეცეპტით და ბოლოს დაამატე სასურველი ლიქიორი ან კონიაკი. ყავა ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის.

Iced Mocha

large

დაგვჭირდება:

▶ ხსნადი ყავა ან ესპრესო;

▶ 1 ჭიქა რძე;

▶ შაქარი გემოვნებით;

▶ ნაღების კრემი;

▶ თხევადი შოკოლადი.

ჭიქაში ჩაყარე ყინული და დაამატე წინასწარ გამსადებული ყავა სასურველი ოდენობის შაქრით. შემდეგ ჩაასხი რძე, დაამატე თხევადი შოკოლადი და კრემი. შეგიძლია, ზემოდან გახეხილი შოკოლადიც მოაყარო. სხვათა შორის, ჩვეულებრივი ყინულის და ყავის ნაცვლად ყინულის კუბების გამოყენებაც შეგიძლია!

ცივი ყავის ყინული

f3d73a34-fcde-11e3-84b8-22000afd2dc7

▶ ესკიმოს ფორმები;

▶ ცივი ყავის სასურველი მასა.

ვინ თქვა, რომ ცივი ყავა მხოლოდ სასმელია? მოამზადე კლასიკური ან რძიანი ცივი ყავა და გაყინე ჯოხიანი ნაყინის ფორმებში. შედეგი ნამდვილად გრილი და გემრიელი იქნება!

რომელი რეცეპტი მოგეწონა?

View Results

Loading ... Loading ...

 

 

შენ რას იტყვი?