Home სახლი

დაგვეთანხმები, დიდი სიამოვნებაა ზამთრის ცივ, თოვლიან დღეს საწოლში მოკალათება თბილ სასმელთან და საინტერესო წიგნთან ერთად. იმისთვის, რომ დაგეხმაროთ შენი დატვირთული ცხოვრების რამდენიმე თავისუფალი დღე უფრო კომფორტული გახდეს, გთავაზობთ თბილი, გემრიელი და ამავდროულად, სასარგებლო სასმლის ხუთ ვარიანტს.

გროგი

ბრიტანელი მეზღვაურების მიერ აქტიურად გამოყენებული ეს სასმელი გაციების და სისუსტის დროს არის რეკომენდებული. გროგის ანტისეპტიკური თვისებები გრიპის და გაციების ნამდვილი პანაცეაა. თუმცა გახსოვდეს, რომ გროგი გლინტვეინზე გაცილებით ძლიერია და სასურველია ის ზომიერების ფარგლებში მიიღო.

Grog

ინგლისური გროგის მოსამზადებლად დააყენე ძლიერი, შავი ჩაი. ცალკე აადუღე 2 ჭიქა წყალი, დაამატე იმავე რაოდენობით არაყი, რომი და კონიაკი, ასევე 200 გრამი შაქარი. მიღებულ სიროფში ფრთხილად ჩაასხი დაყენებული ჩაი და დაამატე მცირე ჭიქით ალკოჰოლი. ყველაფერი აურიე და ფრთხილად მიირთვი.

ცხელი შოკოლადი რომით და დარიჩინით

ზამთრის ყველაზე პოპულარული სასმელი ცხელი შოკოლადია. მისი სქელი ფაქტურა, ნაზი ტექსტურა და მომნუსხველი არომატი დადებითად მოქმედებს ჩვენზე და რამდენიმე წუთში სხეული ენდორფინებით ივსება. დადასტურებული ფაქტია: შოკოლადის მოყვარულები გაცილებით ბედნიერად გრძნობენ თავს და ზოგადად, უფრო ოპტიმისტურად უყურებენ ცხოვრებას და სამყაროს.

Nov_13_Food-Twiced-Baked-Sweet-Potato-01a 2

კლასიკური ცხელი შოკოლადის გამარავალფეროვნება მარტივია: შეურიე მას 25 მლ რომი. ზევიდან მოაყარე გახეხილი შოკოლადი, დარიჩინი და მოასხი ნაღები.

ჯანჯაფილის ჩაი

ჯანჯაფილის, იგივე კოჭას ფესვი, ნივრის მსგავსად, იმუნიტეტს ამაღლებს და სურდოსთან გამკლავებაში გვეხმარება. ის შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, თუთიას, ასევე ვიტამინებს A, B და C კარგი ტონუსისთვის. ითვლება, რომ სწორედ ჯანჯაფილი დაგვიცავს სეზონური დეპრესიისა და აპათიისგან ცივ დღეებში.

ginger tea

სასმლის დასამზადებლად აიღე რამდენიმე მოზრდილი ლიმონი, თაფლი და ჯანჯაფილის ფესვი. გაწმინდე დაახლოებით 50 გრამი ჯანჯაფილი და წვრილ სახეხზე ჩახეხე. მიღებულ ფაფას დაასხი ორი ჭიქა სასმელი წყალი და 20 წუთით საშუალო ცეცხლზე შემოდგი. მიღებულ მასას გემოვნების მიხედვით დაამატე რამდენიმე სუფრის კოვზი თაფლი და წყალი.

ხილის ცხელი პუნში

პუნში ერთ-ერთი უძველესი სასმელია. დღეს პუნშს ეძახიან ხილისა და კენკრისგან დამზადებულ ნებისმიერ მიქსს. პუნშის მომზადება მარტივია და გროგისა თუ გლინტვეინის რეცეპტს გავს. ეს კოქტეილი მომჟავო გემოს მოყვარულებს მოეწონებათ და სურვილისამებრ, მასში რომის დამატებაც შეუძლიათ.

cherry punch

ალუბლის პუნშის მოსამზადებლად გააცხელე ნახევარი ჭიქა ალუბლის წვენი. არავითარ შემთხვევაში არ აადუღო, ეს უარყოფითად აისახება გემოზე. ცხელი წვენი გადაასხი წინასწარ გამთბარ ჭიქაში. იმავე ჭიქაში ჩაამატე 30 მლ ფორთოხლის სიროფი და 40 მლ ატმის წვენი. აურიე ეს ტკბილ-მჟავე კოქტეილი, მორთე პიტნის ფოთლებით და მიირთვი მომზადებისთანავე.

გლინტვეინი

გლინტვეინი არის ზამთრის სასმელების ევროპული კლასიკა. გლინტვეინში ამატებენ სხვადასხვა სანელებელს, ბრენდის, არაყს, კონიაკს, რომს. თუმცა სასმლის თავდაპირველ რეცეპტში გლინტვეინი ღვინით მზადდება და ხელს უწყობს ტონუსის ამაღლებას. გერმანულად Glühwein – წარმოიშვა სიტყვებისგან Glühender Wein – ცხელი ღვინო.

Glühwein

წითელი, ნახევრად მშრალი ღვინო დაბალ ცეცხლზე შეათბე, არ მიიყვანო ადუღებამდე. ცალკე ჭურჭელში ჩაასხი წყალი, დაუმატე ჯავზის (იგივე მუსკატის) კაკალი და მიხაკი, მიიყვანე ადუღებამდე, შემდეგ კი დააყენე 15 წუთის განმავლობაში. მიღებული  ნაყენი გაფილტრე, შეურიე სუფრის კოვზი შაქარი და გააერთიანე შემთბარ ღვინოსთან.

Bon appétit!

4 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?