წინა DIY პოსტში შემოგთავაზეთ 5 DIY იდეა ღვინის ბოთლების გამოსაყენებლად, ამჯერად კი გვსურს, ბოთლებთან ერთად უსარგებლოდ დარჩენილი ბოთლის საცობების გამოყენების იდეები შემოგთავაზოთ.

1. სადგამი  ჭურჭლისთვის

სასარგებლო და საჭირო ნივთი სამზარეულოში, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ცხელი ქვაბის ან ტაფის მაგიდაზე დასადგამად. მისი დამზადება ძალიან მარტივია. რამდენიმე საცობი და წებო. საცობების ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომის სადგამი გვჭირდება.

2. კარადის სახელური

თუ კარადის დიზაინის შეცვლას გადაწყვეტ, ან უბრალოდ მისი დაზიანებული სახელურის შეცვლა გინდა, საცობების გამოყენება ამ შეთხვევაშიც რეკომენდებულია იმ ფორმით, როგორც ეს სურათებზეა მოცემული.

3. ძაფის კოჭა

აბურდული ძაფების მოწესრიგება მარტივად შეგიძლია ბოთლის საცობების გამოყენებით, ან შეგიძლია მათზე ძაფის შენთვის საჭირო ოდენობა გადაახვიო, როგორც ეს ფოტოებზეა მოცემული.

4. სამკაულების სამაგრი

ერთ სათავსოში რამდენიმე სხვადასხვა მეტალის სამკაულის ჩალაგება რეკომენდებული არ არის, გარდა ამისა არაკომფორტულია ერთმანეთში არეული გრძელი საყურე, მძივი და ბეჭედი.

მარტივი გამოსავალი: საცობებისგან გაკეთებული სამაგრი დაფა. მისი დიზაინის და ზომის შეცვლას მარტივად შეძლებ.

ამ სამაგრის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ საყურის ყუნწით ჩამაგრება პრობლემას არ წარმოადგენს, ვინაიდან საცობი რბილი მასალისგანაა დამზადებული.

5. სანათი

ბამბის ძაფის ერთი ბოლო ზეთში მოათავსე, ხოლო მეორე საცობში გაუყარე და ცეცხლი მოუკიდე. შედეგად მიიღებ ეკოლოგიურად სუფთა და ორიგინალურ სანათს.