საახალწლო მორთულობაზე ფიქრისას თავში უამრავი იდეა მოგვდის და ერთ-ერთი მათგანია ქაღალდის ფიფქები. საკუთარი ხელით შექმნილი მორთულობა გამორჩეული და ორიგინალურია, განსაკუთრებულად მოგვწონს და განწყობასაც გვიუმჯობესებს. გაიხსენე ბავშვობა და შექმენი ფიფქები!

sn11

1.შექმენი მობილი ფიფქებისგან

დაგჭირდება:

  • ქაღალდი
  • მეტალის რგოლი ან მავთული
  • ძაფი (ან ძუა)

ფურცელი გადაკეცე სამ ან ოთხ ფენად, ფანქრით მიახატე ორნამენტები და ამოჭერი. ფიფქები ძაფით მიაბი ერთმანეთს, შემდეგ ლითონის რგოლს.

146

2. გამოიყენე ფიფქი საჩუქრის შესაფუთად

დაგჭირდება:

  • ქაღალდი ფიფქისთვის
  • საჩუქრის შესაფუთი ქაღალდი
  • ძაფი ან დეკორატიული ლენტი

გამოჭერი ფიფქი, შეფუთე საჩუქარი და ზედ მიამაგრე ფიფქი ძაფით ან დეკორატიული ლენტით. ფიფქის და შესაფუთი ქაღალდის შერჩევისას საკუთარი გემოვნებით იხელმძღვანელე.

219

3. გააოცე სტუმრები ქაღალდის ბალერინებით

დაგჭირდება:

  • ქაღალდი
  • ძაფი

გამოჭერი ბალერინას ფიგურა და ჩამოაცვი ფიფქი, რომელიც ტუტუს მაგივრობას ასრულებს. ბალერინები და ფიფქები ერთმანეთს ძაფით მიაბი.

PicMonkey Collage (2)

4. ფიფქების გვირგვინი

დაგჭირდება:

  • მუყაოს გვირგვინის ფორმა
  • ფერადი ქაღალდი
  • წებო (სასურველია ცხელი წებოს პისტოლეტი)
  • ნაჭრის (ტილოს) ზოლები

მუყაოს ფორმას ზემოდან დაახვიე ნაჭრის ზოლები. გამოჭერი ფიფქები და დააკარი გვირგვინს.

PicMonkey Collage (1)