tumblr_mura3uVPyF1r9c99bo1_500

31 ოქტომბერი ამერიკელების საყვარელი დღესასწაულია. ოქტომბრის ამ ბოლო დღეს ქუჩებში ყველანაირი უცნაური გმირი იყრის თავს. აქ შიში მეფობს და სიცოცხლე ტკბილეულზე იცვლება. დიახ, ეს ჰელოუინია! გოგრებით, კოსტიუმებითა და საშიში დეკორაციებით სავსე ამერიკული სულის დღესასწაული.

აღნიშნავ ჰელოუინს?

View Results

Loading ... Loading ...

მართალია, ჰელოუინი ჩვენი კულტურის ნაწილი არ გახლავთ, მაგრამ არაფერია ცუდი იმაში, რომ იმხიარულო, გემრიელად მიირთვა და ამის მიზეზი ეს მშვენიერი, მხიარული და ცოტა საშიში დღესასწაული გახდეს.

თავის მხრივ ამ დღესასწაულს თავისი პლიუსები აქვს: შეგიძლია შენს ფანტაზიას დიდი გასაქანი მისცე და გააკეთო ყველაფერი, რაც თავში მოგივა: სანთლები გოგრისგან, უცნაური მაკიაჟი, საშიში ტკბილეული, მხიარული კოსტიუმები და ა.შ.

დღევანდელი ჩვენი სტატიის თემა სწორედ ასეთი იდეების შენთვის შემოთავაზებაა. მოხერხებულად მოთავსდი სავარძელში და მოემზადე!

მისი უმაღლესობა გოგრა

ალბათ, ჰელოუინის გაგონებაზე უმეტესობას სწორედ გოგორა ახსენდება. ეს სიმპათიური ბოსტნეული ამ დღესასწაულის ერთგვარი სიმბოლო და დეკორაციის მთავარი ელემენტიც გახლავს. მთავარი დეკორატიული ღირებულება ლამაზად გამოჭრილ გოგრებს აქვთ. თუ ასეთ რამეს აპირებ წელს, სპეციალური საჭრელები დაგჭირდება, რომლებსაც ამაზონზე უპრობლემოდ შეიძენ, თანაც ფასდაკლებით:
1. შეიძინე ამაზონზე
2. შეიძინე ამაზონზე

სხვა იდეებისთვის იხილე ფოტოგალერეა:

სახლის და ეზოს დეკორაციები

მიეცი გასაქანი ფანტაზიას: გამოიყენე ყველაფერი ფერადი ფურცლებიდან დაწყებული ძველი ნივთებით დამთავრებული. დეკორაციების ნაწილი ამაზონზეც შეგიძლია, შეიძინო:
1. მხიარული სისხლიანი იარაღები

2. ცოტათი საშიში სასანთლეები

3. ობობის ქსელი

4. ეზოს მორთულობა

5. საკიდი დეკორაციები

6. ღამურები

უფრო გაგიმართლა, თუ საკუთარი ეზო გაქვს. შეგიძლია, მხიარული ხაფანგებიც მოაწყო.

სასუსნავები

გამოიყენე შენი ძველი რეცეპტები, უბრალოდ ცოტა საშიში და სადღესასწაულო შესახედაობა მიეცი. იდეებისთვის იხილე ფოტოგალერეა:

ფრჩხილები და კოსტიუმები

bda33c6b402523d2f5d827f038d587f6

თუ ფოტოზე შემოთავაზებული ვარიანტი არ მოგწონს და კოსტიუმების ხელით დამზადება ან დაქირავებაც არ გინდა, ისევ ამაზონს მიმართე:

ფიფქიას კოსტიუმი

სექსუალური მეკობრე

სექსუალური მეზღვაური

ფრჩხილების გალერეას კი უკომენტაროდ გთავაზობთ:

Eat, drink and be Scary! წარმატებებს გისურვებთ!