Home სახლი

შენს სახლს წახალისება აუცილებლად სჭირდება, ამის გაკეთება კი თავადაც შეგიძლია. გაითვალისწინე ჩვენი იდეები და შექმენი ლამაზი დეკორაციები.

ვინტაჟური ფოტოები

საჭირო მასალა:

• მინის ქილა თავსახურით
• შავ-თეთრი ფოტო
• ზეთი
• გამხმარი მცენარე (სურვილისამებრ)

ძალიან მარტივად გასაკეთებელი დეკორაციაა, რომელიც დაამშვენებს შენი ოთახის, სამზარეულოს თუ მისაღების თაროებს. პირველ რიგში მოათავსე ფოტო მშრალ ქილაში, რათა კარგად დაინახო როგორ გამოჩნდება, შემდეგ კი აავსე ზეთით, ჩაყარე გამხმარე მცენარეები და დაახურე თავსახური. დეკორაციაც მზადაა.

ბალიშის ჩასადები

საჭირო მასალა:

• ბალიში
• შარფი

ეს ბალიშის პირი კერვის უნარებს არ მოითხოვს, უბრალოდ აიღე დიდი შარფი, მოათავსე შუაში ბალიში და ორი მხრიდან (ზემოდან და ქვემოდან) გადაკეცე. აიღე გვერდებზე დარჩენილი შარფი და შეკარი ორჯერ, დარჩენილი ნაჭერი კი გადანაკეც ადგილას შეაცურე.

ვაზა ბოთლისგან

საჭირო მასალა:

• ბოთლი
• თეთრი წებო
• ფუნჯი
• საქსოვი ძაფები
• მაკრატელი


წაუსვი წებო ბოთლს და მჭიროდ დაახვიე ძაფი. ეცადე, ძაფის ბოლოები ბოთლის უკან მოაქციო. განაგრძე ძაფების დახვევა ბოლომდე ან შუამდე, როგორც უფრო მოგეწონება. აქვე ნახე რისი გაკეთება შეგიძლია შემორჩენილი ღვინის ბოთლებით.

ბოთლის ვაზას სხვა იდეები:

3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?