Home სახლი

გასულმა წელმა, შეიძლება ითქვას, საკმაოდ გაგვანებივრა მნიშვნელოვანი მოვლენებით, ბევრი დავკარგეთ, ბევრიც შევიძინეთ. დღევანდელ ეპოქაში არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ მსოფლიო ისტორიის ამ ერთი გვერდის შეთხზვაში საკუთარი წვლილი თანამედროვე ტექნოლოგიებმა, კერძოდ კი, სოციალურმა ქსელებმაც შეიტანა.

Buzzfeed-მა პოპ-კულტურის თანამედროვე ტრენდების ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა აგრეგატმა 2011 წლის განმავლობაში ფეისბუქზე მომხდარი ყველაზე საოცარი და სულელური ისტორიების მთელი სია გამოაქვეყნა. მათგან რამდენიმე პერსონალურ ფავორიტს შემოგთავაზებთ:

  1. ისტორია მძარცველზე, რომელმაც ვერ მოითმინა და გაძარცვული სახლის კომპიუტერიდან შევიდა საკუთარ ფეისბუქზე, მაგრამ გამოსვლა დაავიწყდა.
  2. აიოვას შტატში ქალბატონი დააპატიმრეს, რომელმაც მხოლოდ იმიტომ წაუკიდა მეგობრის სახლს ცეცხლი, რომ მან ფეისბუქზე ‘ფრენდლისტიდან’ ამოშალა.
  3. ისტორია ქალზე, რომელმაც 18 თვის განმავლობაში საკუთარ კომპანიას $116’000 მოპარა. საინტერესოა, რომ ის ამ თანხას ძირითადად სოციალური ქსელის თამაშებში ვირტუალური მონეტების შესაძენად იყენებდა.
  4. ოქტომბრის თვეში ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ხუთიდან ერთ ქალს სექსს ფეისბუქი უჩევნია. კოსმოპოლიტენმა 2’000 მკითხველს მიმართა კითხვით: „რის გარეშე უფრო გაძლებდით ერთი კვირის განმალობაში: სექსის თუ ფეისბუქის?“ საოცარია, მაგრამ გამოკითხულთა 20%-მა ფეისბუქი ვერ დათმო. ქვემოთ პატარა გამოკითხვა გავაკეთე ამ საკითხზე. ძალიან მაინტერესებს ქართველი ქალების აზრი.
  5. ამერიკული ქორწინების იურისტთა აკადემიის მონაცემებით, ფეისბუქის გამოყენება მომხდარი განქორწინებების 20%-ის ოფიციალური მიზეზია.
  6. ტაქსის მძღოლმა შური იძია მგზავრზე, რომელმაც მგზავრობის საფასური არ გადაუხადა. მან მგზავრის ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „გუშინ ღამით ტაქსის მძღოლს ცუდად მოვექეცი, როცა არ გადავუხადე და დავემუქრე. როცა მითხრა, რომ პოლიციას გამოიძახებდა, შემეშინდა და გავიქეცი, თუმცა ტელეფონი მანქანაში დამრჩა. და ახლა ეს ტაქსის მძღოლი ცდილობს ჭკუა მასწავლოს ამ პოსტით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უხეშად მოვექეცი, ის მაინც მაძლევს შანსს ჩემი ტელეფონი დავიბრუნო. მხოლოდ იმას ითხოვს, რომ რაც ეკუთვნის გადავუხადო და ჩემს ფეისბუქ გვერდზე ბოდიშის წერილი გამოვაქვეყნო. მას უნდა, რომ ყველა ჩემმა მეგობარმა დაინახოს და „მოიწონოს“ ჩემი ნამდვილი სახე. ტაქსის მძღოლი ხვალ ისევ შეამოწმებს ჩემს ფეისბუქის გვერდს, და თუ ბოდიშის წერილს დაინახავს, მისამართს მომწერს, სადაც ჩემი ტელეფონის დაბრუნებას შევძლებ.“
  7. ერთმა ქალბატონმა ფეისბუქის გამოყენებით ჰით-მენი დაიქირავა, მისი პოსტის პასუხად, რომ 1’000 დოლარს გადაუხდიდა მას, ვინც მის ექს-ბოიფრენდს მოკლავდა.
  8. ეგვიპტის პოლიტიკურ მოვლენებში ფეისბუქის როლის აღსანიშნავად, ეგვიპტელმა მამაკაცმა თავის ახალშობილ გოგონას „ფეისბუქი“ დაარქვა.
  9. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიჩიგანში ბანკის მძარცველი დააკავა… ფეისბუქის ფოტოს გამოყენებით. როგორ? მძარცველს ფეისბუქის პროფილის ფოტოზე იმავე ტანსაცმელი ეცვა, რაც ბანკის გაძარცვის დროს.
  10. და ბოლოს, უცნაური მარკეტინგი: მაისში ლედი გაგამ თავისი ახალი ალბომის პოპულარიზაციისთვის ფეისბუქი გამოიყენა, უფრო ზუსტად კი ზინგას ცნობილი თამაში – ფარმვილი.

რის გარეშე უფრო ადვილად გაძლებდით ერთი კვირის განმავლობაში?

View Results

Loading ... Loading ...

7 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?