Home სახლი

ყოველთვის, როცა ჩემს მაკიაჟის და კოსმეტიკის კარადას ვალაგებ, ხელში იმდენი წვრილი ნივთი მხვდება, რომ ნერვები მეშლება. არ ვიცი სად წავიღო, საიდან მოვიტანო იმდენი ყუთი და კონტეინერი, რომ ყველაფერი მარტივად გავანაწილო და ა.შ. თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ ორგანიზების შესახებ ბლოგების კითხვა და Pinterest-ზე სპეციალური დაფაც გაქვთ შექმნილი, მაშინ ჩემი რჩევები აუცილებლად მოგეწონებათ.

მაშ, ასე: ამჯერად პროგრამაში ტიკ ტაკის ყუთი გვაქვს, რომელსაც ჭკვიანმა ადამიანებმა უამრავი დამატებითი ფუნქცია შესძინეს.

AD TicTac

სამზარეულოში და კემპინგის დროს

1. სუნელები

spices

2. მარცვლეულის ნარჩენები

seeds

3. ტიკ ტაკის ყუთის დახმარებით მარილის, პილპილის, შაქრის, კაკაოს, ჩაის, ყავის, კეტჩუპის და სხვა მსგავსი პროდუქტების სამგზავროდ / საპიკნიკედ გამზადება შეიძლება.

4. ასევე შესაძლებელია საპნის ნაჭერის, კბილის პასტის და სხვა ჰიგიენური საშუალებების მცირე მოცულობით ტრანსპორტირება.

5. შედარებით დიდი ყუთები კბილის საჩიჩქნი ჯოხების შესანახადაც შეიძლება გამოდგეს

toothsticks

6. ტიკ ტაკის ყუთში შეგვიძლია ჩავდოთ წამლის ბოლო ტაბლეტი და კაფსულა, რომელიც ყოველთვის წამლების ყუთის ძირში ხვდება.

7. ტიკ ტაკის ყუთში შეგვიძლია გადავყაროთ საფუარი, ნამცხვრის მოსართავები, ვანილი და სხვა ისეთი პროდუქტები, რომლებიც როგორც წესი პატარა ცელოფნის ან ქაღალდის პაკეტებში იყიდება და გახსნის შემდეგ ძნელია მათი შენახვა.

ხელსაქმე

1. ბაფთები

ribbons2

2. საკინძები

safety pin

3. ნემსები და სხვა საკერავი ხელსაწყოები

4. საქარგავი ძაფები

yarn

5. მძივები და სხვა წვრილი დეტალები

mdzivebi

სილამაზე და თავის მოვლა

1. ტიკ ტაკის ყუთის გამოყენება შესაძლებელია დაზიანებული თვალის ჩრდილებისა და პუდრების მოსათავსებლად ან მაკიაჟის სხვადასხვა კომპონენტების (მაგალითად: ტონალური და დამატენიანებელი კრემი) ერთმანეთში შესარევად.

makeup

2. ტიკ ტაკის ცარიელი ყუთი შეგვიძლია საყურეების და ბეჭდების ტრანსპორტირებისთვის გამოვიყენოთ.

earrings

3. თმის სარჭების (“ნევიძიმკები”), რეზინები, წკაპები და მსგავსთა ჩასაყრელად.

wkapebi

bobbypins

ოფისში და სხვა

1. ფანქრის გათლის დროს, ნათალის შესაგროვებლად

pencil

2. ზედმეტი გასაღებები, საათის ელემენტები, ხურდა ფული

3. სიმ ბარათები

simcards

4. ქაღალდის სკრეპები ან ჭიკარტები

paperclips

5. კაბელები და ყურსასმენები

 

cables

5 კომენტარი to this post
  1. ბულავკა არა ქინძისთავი, სპეციები არა -სანელებლები, თქვენს ადგილას შემღცხვებოდა ქალბატონო მარიამ

  2. ასეთი პრაქტიკული და კარგი თემაა და სპეციებზე რატო ეკიდებით არ მესმის =|

  3. დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. ეს ხალხი რა შურს მოიგონებს ხოლმე, ამდენ კარგს ეტყვი და რაღაც სისულელე უნდა ამოიჩემონ)) მარიშკა, გუდ ლაქ :*

შენ რას იტყვი?