Home სახლი

სამწუხაროდ დღეს ბევრ ოჯახში საუზმეს სათანადო მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ეს განსაკუთრებით საზიანო ბავშვებისთვისაა, რადგან თუ ისინი დილის კვებას გამოტოვებენ, ფაქტიურად 18 საათის განმავლობაში (ძილის საათების ჩათვლით) მოუწევთ ჭამის გარეშე დარჩენა. ეს კი ნამდვილად ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე. თუ ბავშვი უარს ამბობს დილის საკვებზე, მიეცი უფლება ჭამოს ის, რაც უნდა. თუ თვითონ არაფერს ირჩევს, შესთავაზე ფოტოებზე ასახული მხიარული საუზმე – კალორიებით გაჯერებული, შესანიშნავი აპლიკაციებით გაფორმებული ნოყიერი და გემრიელი. მსგავს ცდუნებას ვერც ერთი ბავში ვერ გაუძლებს და საუზმის პრობლემაც თავისთავად მოგვარდება.

1. წითელქუდა

ინგრედიენტები:

  • მზე – ფორთოხლის ნაჭერი
  • წითელქუდას ქუდი – მარწყვის (ან ნებისმიერი კენკროვნის) ჯემით დაფარული კარაქიანი პური
  • სახე – კარაქიანი პური
  • თვალები – მოცხარი ან ნებისმიერი მისი მსგავსი კენკროვანი
  • კაბა – ვაშლის ნაჭერი
  • კალათი – თეთრი და შავი შოკოლადის კარაქი, პურის ნაჭრები
  • ბილიკი – გოგრის გული, ნიგოზი და თხილი
  • ხეები – მარწყვის და ვაშლის ნაჭრები

წითელქუდა

2. კოცონის პირას, ღია ცის ქვეშ

ინგრედიენტები:

  • ვარსკვლავები – შოკოლადის კარაქი, ტორტის მოსართავი მარციპანის ვარსკვლავები
  • ქოხი – ვაშლი
  • მთვარე – არაქისის კარაქიანი პურის ნაჭერი
  • კოცონი – შოკოლადიანი ჩხირები და მარწყვი
  • მიწაყრილი – ნუში, თხილი, გოგრის გული, ნიგოზი
  • ძაღლუკა – თეთრი და შავი შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭრები.

ცეცხლის პირას, ღია ცის ქვეშ

3. ცხელი ძაღლები

ინგრედიენტები:

  • მრგვალი პური – ბაგეტი
  • სოსისი
  • სალათის ფურცლები
  • ქიშმიში

ცხელი ძაღლები

4. შეყვარებული მინი და მიკი

ინგრედიენტები:

  • თავი – თეთრი და შავი შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭრები
  • ცხვირი და მიკის ტანი – შავი მოცხარი
  • ხე და ყვავილები – მარწყვი, ფერადი მარმალადი, ვაშლის წვრილი ნაჭრები
  • მიწაყრილი – ნიგოზი, ნუში, თხილი.

შეყვარებული მინი და მიკი

5. საუზმე ტიფანისთან

საუზმე ტიფანისთან

6. მუმია სოსისი

ინგრედიენტები: ცომის წვრილ ნაჭერში გადახვეული და ღუმელშ გამომცხვარი სოსისები.

მუმია სოსისი

7. კურდღელი

ინგრედიენტები:

  • კურდღელი – არაქისის, შავი და თეთრი შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭრები
  • საზამთრო
  • ყურძნის მარცვლები
  • ბატი-ბუტი
  • გოგრის გული
  • ნიგოზი, თხილი, ნუში, გოგრის გული

კურდღელი

8. კოშკები

ინგრედიენტები:

  • თეთრი და შავი შოკოლადის, არაქისის კარაქიანი პურის ნაჭრები
  • მწვანე და წითელი ვაშლის ალაგ-ალაგ გათლილი ნაჭრები
  • ნებისმიერი წითელი კენკროვანის ჯემი
  • ყურძის მარცვლები, ნიგოზი, ნუში, შვრია.

კოშკები

9. Hello Kitty

ინგრედიენტები:

  • სახე – კარაქიანი პურის ნაჭერი
  • ტანი და ბაფთა – ვაშლის ნაჭრები
  • ღრუბლის ქულები – ბეზე (ნებისმიერ მარკეტში შეიძენ მზა მდგომარეობაში, პულივიზატორიანი ქილის სახით)
  • მიწა – ნიგოზი, გოგრის გული, თხილი ან ქიშმიში
  • ბუშტები – ხილის ფერადი ჩირები
  • ძაფი – შოკოლადის კარაქი

კიწი

10. Angry birds, ანუ ბრაზიანი ჩიტუნები

  • ბაგეტის პურის ნაჭრები
  • ძეხვი
  • ყველის ორი სახეობა (სხვადასხვა შეფერილობის)
  • ზეთისხილი
  • სალათის ფურცლები

გაბრაზებული ჩიტი სენდვიჩები

11. ბუები

ინგრედიენტები:

  • საზამთროს ნაჭრები
  • ვაში
  • თეთრი და შავი შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭერი
  • ბანანი და მარწყვი
  • ნიგოზი

ბუები

12. ბრინჯის დათუნია

ინგრედიენტები:

  • მოხარშული ბრინჯი
  • შემწვარი კვერცხი
  • მდნარი ყველის ფირფიტა

ბრინჯის დათუნია

13. წითელქუდა და მგელი

ინგრედიენტები:

  • წითელქუდას ქუდი – კენკროვნის ჯემიანი პური, ვაშლის ნაჭერი
  • სახე – თეთრი შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭერი
  • თვალები და პირი – შავი შოკოლადის კარაქი
  • ნიადაგი – ნიგოზი, ხილის ფერადი ჩირი, ქიშმიში, თხილი ან ნუში
  • მგელი – შოკოლადის კარაქიანი პურის ნაჭრები

წითელქუდა და მგელი

როგორც ხედავთ ამ მშვენიერი საუზმის მომზადება არც თუ ისე რთულია, ინგრედიენტები კი გამდიდრებულია უჯრედისით, რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს დანაყრებას. თუ შენი შვილების განებივრებას გადაწყვეტ, არ დაგავიწყდეს ფოტოების გაზიარებაც.

3 კომენტარი to this post

შენ რას იტყვი?