Home სახლი

თუ სამკაულების დიდი მოყვარული ხარ და თან ხელსაქმეც გეხერხება, ხოლო ორიგინალურ ყელსაბამებზე ვერასდროს ამბობ უარს, შეგიძლია თვალი გადაავლო პოსტში მოყვანილ კრეატიულ იდეებს.

1. ნეონის მსხვილი თოკების და ჯაჭვების კომბინაცია

საჭირო მასალა:

  • ორი მსხვილი თოკი
  • საშუალო ზომის ჯაჭვი
  • ლითონის შესაკრავი
  • ნეონისფერი ძაფი
  • თვლებიანი ჯაჭვი

ამ ყველაფრის შეძენა ბისერების ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლია, ჩემი გათვლით თანხა 6 ლარს არ გადააჭარბებს, როდესაც ასეთი ყელსაბამების საწყისი ფასი 35 ლარია. სურათებზე მშვენივრად არის გამოსახული , როგორ უნდა დაამზადო საკუთარი ხელით ასეთი ლამაზი სამკაული, გაითვალისწინე, რომ ის ძალიან, ძალიან მოდურია.

20130428_192733

2. ყელსაბამი ლენტებისგან

საჭირო მასალა:

  • ატლასის ან ნებისმიერი სხვა ნაჭრის ლენტი
  • წვრილი ჯაჭვი
  • ლითონის შესაკრავი

ბიუჯეტი: 3,5 ლარი.

როგორც სურათზე ხედავ, მისი დამზადება საკმაოდ იოლია.

 

ლენტით და ჯაჭვით

3. ლითონის სამკუთხედები

საჭირო მასალა:

  • ლითონის ჩხირები
  • ღერძები
  • დამაკავშირებელი რგოლები
  • წვრილი ჯაჭვი
  • შესაკრავი

როგორც სურათზე ხედავ, ეს ლამაზი ყელსაბამიც მარტივი დასამზადებელია, მასალების ფასი კი 3 ლარს არ გადააჭარბებს.

ლითონის სამკუთხედები

4. ლითონის ფირფიტები

საჭირო მასალა:

  • დამუშავებული ტყავის წვრილი ლენტები
  • ლითონის ფირფიტები

ამ ყელსაბამის დამზადება შედარებით რთულია, თუმცა როგორც ფოტოზე ხედავ, შედეგი წვალებად ნამდვილად ღირს.

ლითონით და ტყავის ლენტით

5. ჯაჭვები და მძივები

საჭირო მასალა:

  • ჯაჭვები
  • ჩვეულებრივი, მსხვილი ბისერი
  • ცრემლის ფორმის მქონე ბისერი
  • სხვადასხვა ფერის წვრილი თოკი

მასალების მომარაგების შემდეგ მიჰყევი სურათზე ნაჩვენებ ინსტრუქციას. შედეგი დამერწმუნე, მართლაც რომ მშვენიერია.

ჯაჭვები, ძაფები და მძივები

6. ჯაჭვი

საჭირო მასალა:

  • ჯაჭვი
  • ლითონის კონუსისებრი ფირფიტები
  • ბრჭყვიალა თვლები

ჯაჭვი

7. მძივებიანი წინსაფარი

საჭირო მასალა:

  • ტყავის ნაჭერი
  • სხვადასხვა ფერის და ფორმის მძივები
  • თასმები და წებო

მძივებით მორთული წინსაფარი

8. მძივებიანი წინსაფარი ძველი მაისურისგან

მოდურობიდან გამომდინარე ალბათ ყველას მოგეპოვებათ, მძივებით გაფორმებული მაისური. მისი ყელსაბამად გადაქცევა კი ძალიან მარტივია.

მძივებიანი წინსაფარი

9. ჯაჭვები და ფრჩხილის ლაქი

ჯაჭვები და ფრჩხილის ლაქი

10. ჯაჭვები და მარგალიტი

წვრილ ჯაჭვზე ასხმული პატარა მარგალიტები ლამაზი სამკაულია. არც ამ ყელსაბამის დასამზადებლად დაგჭირდება დიდი ძალისხმევა.

მარგალიტები და ჯაჭვი

ამოარჩიე შენთვის სასურველი ყელსაბამი და მზადების პროცესში გადაღებული ფოტოების გამოგზავნა არ დაგავიწყდეს.

წარმატებებს გისურვებთ!

5 კომენტარი to this post
  1. პეკინზე, მაღაზია გერი ვებერის კუთხეში. აბსოლუტურად ყველაფერი იყიდება და იმაზე მეტიც, რაც აქ არის :)

შენ რას იტყვი?