ყურადღება!

“ზარაფხანა” თავის ფეისბუქის გვერდზე ატარებს ფოტოკონკუსს – “ჩემი სამკაული“. ვინაიდან დარწმუნებული ვართ, რომ ყველა თქვენგანს მოეპოვება სახლში განსაკუთრებული სამკაულები, მოგიწოდებთ, მიიღოთ მონაწილეობა ფოტოკონკურსში.

გამარჯვებულისთვის პრიზად დაწესებულია 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

თუ ზარაფხანას კოლექციებს თვალს გადაავლებთ, მიხვდებით რა ლამაზი და ძვირფასი ნივთების ყიდვა შეგიძლიათ 500 ლარიანი სასაჩუქრე ბარათით. ამიტომ სასწრაფოდ მოიმარჯვეთ ფოტოაპარატები და გადაუღეთ თქვენს საყვარელ სამკაულებს.

კონკურსის წესები მარტივია და მოცემულია საკონკურსო აპლიკაციაში. აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ უკვე ატვირთული ფოტოები და ხმა მისცეთ თქვენს რჩეულებს.

zarapxana photocontest

ფოტოკონკურსის გამარჯვებული შეწონილი ქულის მიხედვით გამოვლინდება. საბოლოო ქულაზე 40% გავლენას მოახდენს საკონკურსო აპლიკაციაში დაგროვილი ქულების რაოდენობა, 60% კი – ჟიურის საერთო შეფასება.

ჟიურის წევრების შემადგენლობა ასეთია:

  • მამუკა კიკალიშვილი –  “კიკალა სტუდიო”-სა და “ატელიე კიკალა”-ს დამფუძნებელი
  • მარი ნაკანი-მამასახლისი – ფოტოსტუდია “ნაკანიმამასახლისი”-ს დამფუძნებელი
  • ლიკა ლაბაძე – მოცეკვავე და ტელეწამყვანი

ძალიან გაგვიხარდება, თუ ამ პრიზს Pink.ge-ს რომელიმე მკითხველი დაიმსახურებს :) თუ ფოტოს გააგზავნით, კომენტარების საშუალებით შეგვატყობინეთ.

გისურვებთ წარმატებებს!