ვალენტინობის საჩუქარი Pink Magazine-ის ოფიციალური ტვიტერისგან!

Geo Jewelry-ის ულამაზესი ბეჭედის მოგება შეუძლია PINK MAGAZINE-ის ნებისმიერ ტვიტერის ანგარიშის მქონე მკითხველს!

წესები ძალიან მარტივია:

1. გაჰყევი @Pink_ge-ს twitter-ზე!

გახდი @Pink_ge -ს follower-ი 13 თებერვლამდე (12 თებერვლის ღამის 23:59)!

Update: კონკურსი გაგრძელდა 16 თებერვლის ღამის 23:59–მდე!

ყოველი და-follow-ების შესახებ ჩვენ ელფოსტაზე შეტყობინება მოგვდის, ამიტომ მონაწილეობას მხოლოდ ის ტვიტერლები მიიღებენ, რომელთა შესახებაც შეტყობინება გვექნება მოსული. ასევე ცნობისათვის, ჩვენ ყველა ქართველ ტვიტერელს უკანვე მივყვებით… ;)

თითოეულ მონაწილეს საკონკურსო ტვიტის დაწერა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

ყველა ის მონაწილე, რომელიც რამდენიმე საკონკურსო ტვიტს გამოგზავნის, ავტომატურად მიიღებს კონკურსიდან დისკვალიფიკაციას.

2.  გაანდე @Pink_ge-ს იდეალური ბიჭის შესახებ!

13 თებერვლამდე მოგვწერე ტვიტი – გაგვიზიარე ის სამი თვისება, რომელიც შენს რჩეულს უნდა ახასიათებდეს იმისათვის, რომ თავი მოგაწონოს.

3. აუცილებლად დაურთე – #PinkValentine!

იმისათვის, რომ @Pink_ge -ს Twitter Geek-მა, შენი ტვიტის პოვნა შეძლოს.

მოგვწერე ტვიტი + #pinkvalentine

ყველა, ვინც ამ სამი ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედებს, ავტომატურად გახდება გათამაშების მონაწილე.

გაითვალისწინე!

იმისათვის, რომ გათამაშებაში მონაწილე შენი ტვიტი გამოჩნდეს, ტვიტერის ექაუნთი უნდა გქონდეს საჯარო, ანუ არ უნდა იყოს მონიშნული Protect my Tweets ფუნქცია.

არ მონიშნო ეს!

გამარჯვებულის გამოვლენა

გამარჯვებული კი ლატარიის პრინციპით გამოვლინდება – მონაწილეების სახელები ჩაიყრება ყუთში, საიდანაც  ერთ-ერთს @Pink_ge-ს Twitter Geek-ი ამოიღებს.

ყველაზე იღბლიანი მკითხველი ან ავტორი ვალენტინობის საჩუქრად @Pink_ge-სგან Geo Jewelry-ის ბეჭედს მიიღებს!!!

დაელოდე 14 თებერვალს!

ველით შენს ტვიტს და გისურვებთ წარმატებას!

*რატომ შეუძლიათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება  pink.ge-ის ავტორებს? იმიტომ, რომ ისინი არ უკეთებენ ორგანიზებას კონკურსს და კიდევ იმიტომ, რომ ნებისმიერ მკითხველს შეუძლია ჩვენი ჟურნალის ავტორი გახდეს.

კონკურსის მონაწილე ტვიტები

თუ საკუთარ ტვიტს ქვემოთ მოცემულ ფანჯარაში ვერ ხედავთ, გადახედეთ ზემოთ მოყვანილ წესებს, სავარაუდოდ რაღაც გამოგრჩათ!