იცოდი 23 ივნისი ვარდისფრის საერთაშორისო დღე რომ ყოფილა?

ამ დღეს PINK.ge ვერაფრით დატოვებდა აღნიშვნის გარეშე, ამიტომაც  MISS SUMMER 2013-თან ერთად ახალ  სახალისო კონკურსსაც გთავაზობთ:

1062364_10202118133413950_409381894_n

ფოტოკონკურსის პირობები:

❀  ჩაიცვი რაიმე ვარდისფერი ან შენს საყვარელ ვარდისფერ ნივთთან ერთად გადაიღე ფოტო და ატვირთე ქვემოთ მოცემული ფორმის მეშვეობით.

❀ ყველაზე მეტი ლაიქის მფლობელი 3 მონაწილე და ჟიურის რჩეული 2 მონაწილე ჩვენი ჟურნალისაგან  მიიღებს ექსკლუზიურ ჩაის ფინჯანს ჩვენი ემბლემით.

 

[si-contact-form form=’12’]

 

წესები:

  • კონკურსანტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13 წლის ასაკიდან, სქესი შეზღუდული არ არის;
  • ერთ კონკურსანტს შეუძლია მაქსიმუმ 3 ფოტოს წარდგენა;
  • ფოტოები უნდა იყოს კარგი ხარისხის, ირჩეოდეს ფერები. მობილურით გადაღებული დაბალი ხარისხის დაპიქსელებული სურათები არ აიტვირთება;
  • ასევე არ აიტვირთება არასტანდარტული ფორმის, გვერდებ მოჭრილი სურათები;
  • თითოეული ფოტოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 1 მეგაბაიტს.
  • ფოტოზე აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული მონაწილე;
  • ფეისბუქზე ატვირთვის შემდეგ მონაწილემ უნდა დაითაგოს თავი ფოტოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო მოიხსნება კონკურსიდან;
  • ფოტოები არ უნდა იყოს ფოტომონტაჟის შედეგად შეცვლილი;
  • 30 ივნისამდე შემოსული ფოტოები 1 ივლისს გამოქვეყნდება ფეისბუქზე, მომდევნო დღეებში მიღებულები კი ეტაპობრივად დაემატება (ადრე დადებულ ფოტოებს ლაიქების დაგროვების მეტი შანსი აქვს, ასე რომ იჩქარეთ!);
  • ფოტოების მიღება გაგრძელდება 15 ივლისის 18:00-მდე;
  • კონკურსის შედეგები დაფიქსირდება 20 ივლისის 18:00-ზე;
  • ყალბი, არათემატური, არაეთიკური და სხვა მომხმარებლის შეურაცხმყოფელი ფოტოები არ აიტვირთება, ხოლო კომენტარები გაფრთხილების გარეშე წაიშლება;
  • გამარჯვებულმა პრიზის მიღებისას უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

იჩქარეთ, ჩვენი Pink-ფინჯნები მფლობელებს ელის! :)