Pink.ge-ს ფეისბუქის გვერდზე 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველდღე დაიდება საჩუქრის ფოტოსურათი.

თუ გსურს, მიიღო ფოტოზე გამოსახული საჩუქარი, დათაგე საკუთარი თავი ამ ფოტოზე.

თითო ფოტოზე მაქსიმალური თაგების რაოდენობა არის 50, ამიტომ იჩქარე, არავინ დაგასწროს! შენი გამარჯვება შენს მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.
როგორც კი ფოტოსურათზე არსებული დათაგული ადამიანების რაოდენობა 50-ს მიაღწევს, ახალი საჩუქრის ფოტო დაიდება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საჩუქრების რაოდენობა 30-ს არ მიაღწევს. დღეში დაიდება მხოლოდ ორი საჩუქარი.

რჩევა: თუ ფოტოზე არასაკმარისი რაოდენობის თაგებია, დათაგე სხვები ან გაუზიარე ის მეგობრებს, რათა თვითონ მოისურვონ თამაშში ჩართვა.

როგორ გამოვლინდება გამარჯვებულები?

7 იანვარს რომელი საჩუქრის ფოტოსაც ყველაზე მეტი ლაიქი ექნება, სწორედ ის საჩუქარი გათამაშდება!

ფოტოზე დათაგული 50 ადამიანიდან კი ყოველი მე-5 მიიღებს ფოტოზე გამოსახულ საჩუქარს.

შენი იდეა

შეგიძლია შენი საჩუქრის იდეაც მოგვაწოდო!

შედი ონლაინ მაღაზიაში – amazon.com და ნებისმიერი კატეგორიიდან აირჩიე საჩუქარი, რომლის ღირებულებაც არ აჭარბებს 15 დოლარს. შემდეგ საჩუქრის ლინკი პირადი მესიჯის საშუალებით გამოგვიგზავნე.

Entrance

წესები და პირობები

  • ერთ კონკურსანტს შეუძლია საკუთარი თავის რამდენიმე ფოტოზე დათაგვა;
  • კონკურსანტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 13 წლის ასაკიდან, სქესი შეზღუდული არ არის;
  • გამარჯვებული შეირჩევა random.org-ის გამანაწილებელი სოფტით;
  • საჩუქრების დადება გაგრძელდება 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით;
  • გამარჯვებულმა პრიზის მიღებისას უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაემთხვევა ფეისბუქის ანგარიშში წარმოდგენილ სახელს და გვარს;
  • კონკურსში არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება Pink.ge-ს ავტორებს და თანამშრომლებს.

Gift-#1