7 სექტემბერს IC Model Management­ის მიერ “თბილისი მოლში” გაიმართა ყველაზე პრესტიჟული და პოპულარული სამოდელო კონკურსის “Elite Model Look Georgia 2013”­ის ნაციონალური კასტინგი.

კონკურსანტების შერჩევაში მონაწილეობდნენ ია კიწმარიშვილი, ქალაქ თბილისის მერიის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის დირექტორი ფიქრია ფანქველაშვილი, იმიჯ ­ცენტრის პედაგოგი გიგა თხინვალელი და Elite Model Look Georgia 2012­ის გამარჯვებული ლიკა მეტრეველი.

Elite Model Look Georgia Final Casting

ღია კასტინგში მონაწილეობას იღებდნენ 14­დან 22 წლამდე ასაკის გოგონები და 16­დან 24 წლამდე ასაკის ვაჟები, რის შედეგადაც შეირჩა 20 გოგონა და 20 ვაჟი. შერჩეული კონკურსანტები გააგრძელებენ მზადებას და მიიღებენ მონაწილეობას ფინალურ შოუში გამარჯვების მოსაპოვებლად.

კონკურსის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში მოდელების გარეგნობაზე იზრუნებს სილამაზის სალონი “L’Academie”. მათ ჩაუტარდებათ ფოტოსესიები კიკალა­სტუდიოში და სპეციალური მომზადება სამოდელო სააგენტო “აი სი მოდელ მენეჯმენტში”. მოსამზადებლი პერიოდის ყველაზე საინტერესო მომენტები აღიბეჭდება ტელეკომპანია იმედის მიერ და განთავსდება ეთერში დღიურების სახით.

მონაწილეთა ფოტოები განთავსდება პროექტის ფეისბუქის გვერდზე www.facebook.com/elitegeorgia და გამოვლინდება ყველაზე ფოტოგენური მოდელი.

Elite Model Loook Gogonebi

ფინალური ღონისძიება გაიმართება 30 სექტემბერს, სადაც გამარჯვებულებს აირჩევს თავად ELITE MODEL LOOK­ის წარმომადგენელი პარიზიდან, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით ჩამოდის საქართველოში.

წელს “Elite Model Look Georgia 2013”­ის გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ფინალზე, რომელიც გაიმართება 27 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენზენში.

პროექტის მხარდამჭერები არიან: სარეკლამო კომპანიები “Outdoor.ge” და “მაქსპრომი”, “Adssprint”, “McCann”, პროექტის მედია პარტნიორებია ტელეკომპანია “იმედი”, მიუზიკ ბოქსი, რადიოები ფორტუნა+ დაავტორადიო, ჟურნალები “თბილისელები”, “ეგო”, “Luxury”, გაზეთი “24 საათი”, ინტერნეტ მხარდაჭერები ­ GHN, myvideo.ge, angel.ge, pink.ge, allmovies.ge, ”MSG”.

Elite Model Look vajebi