summer-vibe-towel დასრულდა კონკურსი Miss Summer 2013! დროა გამოვავლინოთ გამარჯვებულები და გადავცეთ დამსახურებული პრიზები.

☀ ჟიურის ფავორიტი ☀

მარიამ გიგუაშვილი, 22 წლის დრამატურგი / მსახიობი მარიამ გიგუაშვილი

☼ მკითხველის ფავორიტი ☼

მარიამ მექვაბიშვილი, 23 წლის ჟურნალისტი მარიამ მექვაბიშვილი

გამარჯვებულებს გადაეცემათ დაუვიწყარი საჩუქრები:

 

• NUXE-ს რჩეული •

ასევე Pink-ის რედაქციაში და მკითხველებში საყოველთაო მოწონება დაიმსახურა ანი დემეტრაშვილმა, რომელიც სამწუხაროდ ასაკის გამო  არ შეესაბამებოდა კრიტერიუმებს და მოიხსნა ძირითადი კონკურსიდან, მაგრამ ჩვენმა სპონსორმა – ნატურალური კოსმეტიკის ფრანგულმა ბრენდმა NUXE იგი თავის ფავორიტად დაასახელა და გადასცემს სახის მოვლის პროდუქტების ნაკრებს.

Pink.ge მას იწვევს სათანამშრომლოდ, მოდელის როლში, სხვადასხვა ფოტოსესიებში და სარეკლამო პროექტებში მონაწილეობისთვის.

ანი დემეტრაშვილი

 

ვულოცავთ გამარჯვებულებს 2013 წლის მის ზაფხულის ტიტულის მოპოვებას!!! <3 <3 <3

დანარჩენებს კი გისურვებთ წარმატებებს ჩვენ ახალ კონკურსში:

► PINK DAY ◄