Home კონკურსები

Makeup Selfie

გიყვარს მაკიაჟის კეთება და კარგად გამოგდის ეს საქმე? ჩვენი ახალი კონკურსი სწორედ შენთვისაა!

tumblr_mn87xeagDy1rsk7bfo1_500

შეუთავსე სასიამოვნო სასარგებლოს!

❀ გაიკეთე მაკიაჟი, გადაიღე before და after ფოტოები, გამოგვიგზავნე ელფოსტით – hello@pink.ge – ან ფეისბუქზე მესიჯებში და მოიგე პრიზები!

❀ ყველაზე მეტი ლაიქის მფლობელი 2 მონაწილე და ჟიურის რჩეული 1 მონაწილე ჩვენი ჟურნალისაგან  მიიღებენ სპეციალურ პრიზებს.

სამივე გამარჯვებულს გადაეცემა წიგნი – “მაკიაჟი 10 წუთში

გარდა წიგნებისა, სამივე გამარჯვებული მიიღებს Jordana-ს ფირმის ტუჩის ფანქარს. ასევე, ლაიქებით გამარჯვებულები მიიღებენ Estee Lauder-ის თვალის ჩრდილებს, ხოლო ჟიურის რჩეული მიიღებს კოსმეტიკის ჩასადებ ჩანთას.

makiaji 10 wutshi

აქ წარმოდგენილი 50 მაკიაჟის მოდელი ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი და თითოეულის გაკეთება სულ რაღაც 10 წუთშია შესაძლებელი. აქვეა მოცემული დეტალური ინფორმაცია ტექნიკის საფუძვლებზე, კოსმეტიკასა და საჭირო მასალებზე.

თამამად ჩაატარეთ ექსპერიმენტები. „მაკიაჟი 10 წუთში” დაგეხმარებათ, იოლად შეარჩიოთ თქვენი ტიპის სახისთვის შესაფერისი მაკიაჟი.

წესები:

  • კონკურსანტებს მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16 წლის ასაკიდან (გამარჯვების შემთხვევაში აუცილებელია პირადობის მოწმობის წარდგენა);
  • ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ თითო ფოტოს (Before და after) წარდგენა;
  • Before და After ფოტოები აუცილებლად ერთ დღეს და იგივე გარემოში უნდა იყოს გადაღებული, გარკვევით უნდა ჩანდეს განსხვავება მაკიაჟიან და უმაკიაჟო სახეს შორის;
  • ფოტოები უნდა იყოს კარგი ხარისხის, ირჩეოდეს ფერები და მაკიაჟის სტილი . მობილურით გადაღებული დაბალი ხარისხის დაპიქსელებული სურათები არ აიტვირთება;
  • ასევე არ აიტვირთება არასტანდარტული ფორმის, გვერდებმოჭრილი სურათები;
  • თითოეული ფოტოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 1 მეგაბაიტს;
  • ფოტოზე აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული მონაწილე;
  • ფოტოზე არ უნდა იყოს გამოყენებული Photoshop-ი;
  • ფეისბუქზე ატვირთვის შემდეგ მონაწილემ უნდა დაითაგოს თავი ფოტოზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო მოიხსნება კონკურსიდან;
  • ფოტოები არ უნდა იყოს ფოტომონტაჟის შედეგად შეცვლილი;
  • 24 აპრილამდე შემოსული ფოტოები 25 აპრილს გამოქვეყნდება ფეისბუქზე, მომდევნო დღეებში მიღებულები კი ეტაპობრივად დაემატება (ადრე დადებულ ფოტოებს ლაიქების დაგროვების მეტი შანსი აქვს, ასე რომ იჩქარეთ!);
  • ფოტოების მიღება გაგრძელდება 9 მაისის 18:00-მდე;
  • კონკურსის შედეგები დაფიქსირდება 11 მაისს;
  • ყალბი, არათემატური, არაეთიკური და სხვა მომხმარებლის შეურაცხმყოფელი ფოტოები არ აიტვირთება, ხოლო ასეთი კომენტარები გაფრთხილების გარეშე წაიშლება;
  • გამარჯვებულმა პრიზის მიღებისას უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გისურვებთ წარმატებებს!

tumblr_n3pvz4qNy21twy375o1_500

8 კომენტარი to this post
  1. admin suratebi gavgzavne mititebul e mailze mmagram jer erti meubbneba ar? arsebobso da meorec ver gavige saertod rogor unda gavigot mivida tu ara surati danishnulebis adgilas??

შენ რას იტყვი?