ა(ა)იპ „ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო“, საქართველოს უნივერსიტეტთან და PINK.ge-სთან თანამშრომლობით და “კივიტას გეორგიკას” პროექტის „Fit and CONNECT in The Caucasus!“ დაფინანსებით მოქმედი და დამწყები ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის გთავაზობთ ტრენინგ პროგრამას: „ეკონომიკა და ბიზნესი ჟურნალისტებისათვის“.

ტრენინგის მიზანია:

  • ჟურნალისტების და ბლოგერების გარკვევა ეკონომიკურ და სამართლებრივ ცნებებში, აგრეთვე ბიზნესის საქმიანობაში;
  • ჟურნალისტებისა და ბლოგერებისთვის კომპეტენციათა გაზრდა;
  • ჟურნალისტებისა და ბლოგერებისათვის რეპორტინგის უნარების განვითარება ეკონომიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, აგრეთვე ბიზნესის დაწყების საკითხებში.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  1. ეკონომიკის ძირითადი კანონებისა და კანონზმიერებების ზემოქმედება ბიზნეს გარემოზე;
  2. სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციები და მონიტორინიგის შესაბამისი საშუალებები;
  3. იდეის გენერირება და მისი გარდაქმნა ბიზნეს პროექტად და მომგებიან ბიზნესად (ბაზრის კვლევა, ბიუჯეტირება, მომგებიანობის შეფასება და მდგრადი განვითარება);
  4. გადასახადები, მათი ტიპები და ადმინისტრირების წესები საქართველოში;
  5. სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები;
  6. საკუთრება და მისი სახეები;
  7. საწარმოს დაფუძნება;
  8. საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები;
  9. გარიგების ცნება, მხარეთა უფლება-მოვალეობები გარიგებებში;
  10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი: ძირითად ხელშეკრულებათა ტიპები.

კურსის მთლიანი მოცულობაა: 12 აკადემიური საათი.
დღეები: 24 ნოემბერი, 30 ნოემბერი, 1 დეკემბერი (1-დან 5 საათამდე)

კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

ტრენინგს უძღვებიან ეკონომიკის დოქტორი ეკა გეგეშიძე და სამართლისა და ეკონომიკის დოქტორი გიორგი ჭილაძე.

ტრენინგი უფასოა.

კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ტრენინგის 10 მონაწილე. პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, უპირატესობა მიენიჭება ქალ კანდიდატებს.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა 2013 წლის 20 ნოემბრის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი და CV  შემდეგ მისამართზე:jag@jag.ge

საქართველოს უნივერსიტეტი – www.ug.edu.ge

PINK MEDIA – www.pink.ge

“კივიტას გეორგიკა” – www.civitas.ge

logo for Ethics  Logo_PInk_-Final    logo   ug logo