კომპანია IC Model Management-ის მიერ საერთაშორისო სამოდელო კონკურსის Elite Model Look-ის შესარჩევი ტური უკვე მეშვიდედ ტარდება საქართველოში.

რეალობად ქცეული ოცნება

პროექტი “Elite Model Look Georgia” გახლავთ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული პროფესიული სამოდელო კონკურსის “Elite Model Look”-ის შესარჩევი ტური საქართველოში. “Elite Model Look”-მა აღმოაჩინა მსოფლიოში ისეთი ცნობილი ტოპ-მოდელები, როგორებიც არიან: ლინდა ევანგელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო და სხვები.

“Elite Model Look Georgia” უკვე მეშვიდედ, წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში კომპანია “IC Model Management”-ის მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

უნიკალური შესაძლებლობა გახდე მსოფლიო მოვლენის ნაწილი

ელიტის წარმომადგენლები საქართველოში აწარმოებენ ახალი სახეების ძიებას იმისათვის, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა დაიკავონ საპატიო ადგილი მსოფლიო აღიარებულ ტოპ მოდელთა შორის. Elite Model Look-მა საქართველოში წინა წლებში (2007-2012) აღმოაჩინა: თამარ შედანია, ანნა კოვაჩი, მარიტა ჯანაშია, სოფო შერგელაშვილი, ნონიკო კახაძე და ლიკა მეტრეველი, რომლებიც უკვე წარმატებით მოღვაწეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე.

წელს 21 ივლისიდან 7 სექტემბრამდე გაიმართება რეგიონალური შესარჩევის კასტინგები შემდეგ ქალაქებში: ქუთაისი, გორი, გურჯაანი, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი.

პროფესიულობის, სილამაზის და ელეგანტურობის საუკეთესო კომბინაცია

მსურველების ონლაინ რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს ღონისძიების ვებგვერდზე – elitemodellook.com/ge და facebook გვერდზე: apps.facebook.com/elitecastingge

რეგიონალური ტურების ბოლოს, 7 სექტემბერს თბილისი მოლში გაიმართება ნაციონალური კასტინგი, რის შედეგადაც შეირჩევიან კონკურსანტები, რომლებიც გააგრძელებენ მონაწილეობას ფინალურ შოუში გამარჯვების მოსაპოვებლად. ფინალურ შოუზე გამარჯვებულებს ირჩევს თავად Elite Model Look-ის წარმომადგენელი პარიზიდან, რომელიც სპეციალურად ამ მისიით ყოველ წლიურად ჩამოდის საქართველოში.

ელიტ მოდელ ლუქის კასტინგი 2013

კომპანია “აი სი მოდელ მენეჯმენტი” კონკურსში მონაწილეობისათვის იწვევს:

გოგონებს: 14-დანდან 22 წლამდეასაკის მინიმუმ 170cm სიმაღლის;

ვაჟებს: 16-დან 24 წლამდე ასაკის მინიმუმ 180cm სიმაღლის.

წელს Elite Model Look Georgia 2013 – რეგიონული კასტინგები გაიმართება:

21 ივლისი/ 14:00-ქუთაისი-ოპერის თეატრი

23 ივლისი/ 14:00-გორი-კინოთეატრი გამარჯვება

26 ივლისი/ 14:00-გურჯაანი-კულტურის ცენტრი

29 ივლისი/ 14:00-ზუგდიდი-არტ გალერეა

17 აგვისტო/14:00-ბათუმი-ინტურისტი

18 აგვისტო/14:00-ოზურგეთი-თეატრი

7 სექტემბერი/14:00-თბილისი მოლი

ფინალური კასტინგი ჩატარდება თბილისში 7 სექტემბერს, სადაც შეირჩევა 15 საუკეთესო დამწყები მოდელი გოგონადა 15 მოდელივაჟი.

კონკურსანტები გაივლიან წინა საკონკურსო მოსამზადებელ ეტაპს. პორტფოლიოებით მათ უზრუნველყოფს Elite Model Look Georgia-ს პარტნიორი კომპანია  “კიკალა-სტუდიო”.