4 სექტემბერს IC Model Management-ის მიერ “კიკალა-სტუდიოში” გაიმართა პრესკონფერენცია ყველაზე პრესტიჟული სამოდელო კონკურსის “Elite Model Look Georgia 2013”-ის ნაციონალური კასტინგის შესახებ.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ IC Model Management-ის პრეზიდენტი და “Elite Model Look Georgia 2013”-ის ორგანიზატორი, ია კიწმარიშვილი და ამ პროექტის უცვლელი პარტნიორი, კიკალა სტუდიოს წარმომადგენელი, ვახტანგ ალანია.

Untitled

სამოდელო კონკურს Elite Model Look Georgia 2013 – ს ნაციონალური კასტინგი დაგეგმილია 7 სექტემბერს 14:00 საათზე თბილისი მოლში.

უნიკალური შესაძლებლობა, გახდე მსოფლიო მოვლენის მონაწილე

კომპანია ელიტის წარმომადგენლები საქართველოში აწარმოებენ ახალი სახეების ძიებას იმისათვის, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა დაიკავონ საპატიო ადგილი მსოფლიოში აღიარებულ ტოპ მოდელთა შორის. “Elite Model Look Georgia” უკვე მეშვიდეთ წარმატებით ტარდება ჩვენს ქვეყანაში კომპანია “IC Model Management”-ის მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

კომპანია “აისი მოდელ მენეჯმენტი” კონკურსში მონაწილეობისათვის იწვევს:

გოგონებს:
14-დან 22 წლამდე ასაკის
მინიმუმ 170 სმსიმაღლის

ვაჟებს:

16-დან 24 წლამდე ასაკის
მინიმუმ 180 სმ სიმაღლის
7 სექტემბერს 14:00 საათზე თბილისი მოლში გაიმართება Elite Model Look Georgia 2013-ის ნაციონალური კასტინგი, რის შედეგადაც შეირჩევიან კონკურსანტები, რომლებიც გააგრძელებენ მონწილეობას ფინალურ შოუში გამარჯვების მოსაპოვებლად.
ფინალურ შოუზე გამარჯვებულს ირჩევს თავად Elite Model Look-ის წარმომადგენელი პარიზიდან,
რომელიც სპეციალურად ამ მისიით ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში.
ნაციონალურ კასტინგში მონაწილობის მისაღებად მსურველები უნდა გამოცხადდნენ სადა ჩაცმულობით:
გოგონები – მოკლე მკლავიანი მაისურით, მოკლე ქვედაბოლოთი ან მოტკეცილი შარვლით, სადა ვარცხნილობით და მსუბუქი მაკიაჟით. თან უნდა იქონიონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და საცურაო კოსტიუმი.
ვაჟები – ჯინსით და სადა მაისურით.

მსურველების ონლაინ რეგისტრაცია მიმდინარეობს ღონისძიების ვებ-გვერდზე www.elitemodellook.com  და ფეისბუქ გვერდზე https://apps.facebook.com/elitecastingge, რომელიც დასრულდება 6 სექტემბერს.

123132132