ჩვენს ჟურნალს ვარდისფერი ფიფქია უბრუნდება! ის ჩვენს მკითხველებს ისევ აუსრულებს ვარდისფერ სურვილებს – ამჯერად საზაფხულოდ!

კონკურსში მონაწილეობა ყველას შეუძლია!

როგორ მიიღო მონაწილეობა?

  1. ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით 31 ივლისამდე გამოგვიგზავნე საკონკურსო ფოტო;
  2. მასზე აღბეჭდილი უნდა იყოს შენი კოსმეტიკის კუთხე;
  3. დაელოდე ფოტოს საკონკურსო ალბომში ატვირთვას facebook-ზე.

გაითვალისწინე, რომ კონკურსანტისგან მხოლოდ ერთი ფოტო მიიღება!

ყველა ფოტო ატვირთვამდე გადამოწმდება რედაქტორის მიერ. თუ ფოტო არღვევს საავტორო უფლებებს, იგი კონკურსს გამოეთიშება!

კიდევ ერთი ახალი ამბავი. ამჯერად 3 იღბლიანი გამარჯვებული გვეყოლება:

პირველი გამარჯვებული

მას გამოავლენს pink.ge-ს ავტორებისგან შემდგარი ობიექტური ჟიური.

გამარჯვებულს გადაეცემა Estee Lauder-ს კოსმეტიკის ჩანთების კომპლექტი:

მეორე გამარჯვებული

გამოვლინდება ლატარიის პრინციპით. გამარჯვებულს პრიზად გადაეცემა თმის პორტატული უთო და 500 Pink ქულა;

თმის უთო

მესამე გამარჯვებული

მისი ბედი Like-ებზე იქნება დამოკიდებული და მას Estee Lauder-ის პომადა და Clinique-ს თვალის ფანქარი გადაეცემა.

Clinique-ს აილაინერი
Estee Lauder-ის პომადა

ამასთან, კონკურსის ყოველი მონაწილე, მიუხედავად შედეგისა, საჩუქრად 100 Pink ქულას მიიღებს.

გისურვებთ წარმატებებს!!!

[colored_box color=”red”]კონკურსი დასრულებულია[/colored_box]