Warning: Illegal string offset 'ids' in /home/content/05/11676905/html/wp-content/themes/gillion/inc/helpers_blog.php on line 38

Warning: Illegal string offset 'orderby' in /home/content/05/11676905/html/wp-content/themes/gillion/inc/helpers_blog.php on line 38

48 წლის ასკში გარდაიცვალა გრემის ექვს გზის მფლობელი, პოპის დედოფლად აღიარებული მომღერალი უიტნი ჰიუსტონი. ის საკუთარმა პარადმა მცველმა იპოვა სასტუმრო ბევერლი ჰილტონის ნომერში. მომხდარის შესახებ რაიმე ოფიციალური  განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა ცნობილია, რომ უიტნის ძალისმიერი დაზიანებები არ ეტყობა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია…

უკანასკნელ წლებში უიტნი, რომელსაც ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან ქონდა პრობლემები, ბევრს ავადმყოფობდა, რაც მის ხმასაც დაეტყო. 2010 წელს, მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი მსოფლიო ტურნეც კი ჩავარდა. ამბობდნენ იმასაც, რომ ბოლო დროს ჰიუსტონს ეკონომიკური პრობლემებიც საკმაოდ ჰქონდა.

უიტნიმ კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და უნიკალური ხმის წყალობით წარმატებასაც მალევე მიაღწია. მისი პირველი ალბომი, რომელსაც ასე, მარტივად, – “Withney Houston” ერქვა, U.S. Billboard Hot 100 ის სათავეში 14 კვირა იყო მოქცეული. უიტნისთვის გაიღო ბევრი კარი, რომლიც ადრე დახურული იყო ფერად კანიანთათვის…

1986 წელს ჰიუსტონმა მიიღო პირველი გრემი.

1987 წელს გამოსული მეორე ალბომი გახდა პირველი, რომელმაც დებიუტი ჩარტის პირველი ადგილით დაიწყო და პოზიციები კარგა ხანს არ დაუთმია. საერთო ჯამში კი ალბომის  20 მილიონამდე ასლი იქნა გაყიდული. სიმღერებმა კი ტოპ ჩარტებში უკან ჩამოიტოვეს ბიტლზებისა და ბიჯისის რეკორდები.

მისი სტუდიური ალბომების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • 1985 — Whitney Houston
  • 1987 — Whitney
  • 1990 — I’m Your Baby Tonight
  • 1998 — My Love Is Your Love
  • 2002 — Just Whitney
  • 2003 — One Wish — The Holiday Album
  • 2009 — I Look to You

ჰიუსტონი ფილმებშიც აქტიურად მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე ცნობილი მაინც “The Bodyguard”-ია, რომელშიც მას პარტნიორობას კევინ კოსტნერი უწევდა. ფილმისთვის მომღერალმა 6 სინგლი ჩაწერა, რომლებიც ჰიტებად იქცნენ. სინგლი I Will Always Love You კი დღემდე რჩება ყველაზე გაყიდვად საუნდტრეკად (მომღერალ ქალთა შორის). სინგლი უიტნის კარიერის მწევერვალად იქცა.

1989 წელს უიტნიმ Soul Train Music Awards -ზე ბობი ბრაუნი გაიცნო. სამი წლის შემდეგ ისინი 1992 წლის 18 ივლისს დაქორწინდნენ, 1993 წელს კი გოგონა შეეძინათ. ამ ქორწინებას ნამდვილად არ აკლდა სკანდალები, მუდმივი სასამართლოები და პრობლემები. დადიოდა ხმები, რომ წყვილი ნარკოტიკებსაც ეტანებოდა. 2003 წელს გავრცელდა ცნობა, რომ ბობიმ ჩვეული სკანდალისას უიტნის დაარტყა. იგი დააპატიმრეს და გაასამართლეს.

2006 წელს უიტნიმ საბოლოოდ შეიტანა განცხადება გაყრის თაობაზე. სასამართლი პროცესი 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა.

არანაკლები პრობლემა შეუქმნა მომღერალს ალკოჰოლმა და ნარკოტიკებმა, რასაც დეპრესია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ხმის პრობლემები მოყვა. უიტნი რამდენიმე წელი არ ჩანდა.

მომღერლის ფირფიტა „I look To You“, რომელმაც 2009 წელს იხილა მზის სინათლე, და რომელიც მის ახალ ტრიუმფად უნდა ქცეულიყო, Billboard-ის რეტინგში პირველ ადგილზე გავიდა და ის დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა კანადის, გერმანიის, იტალიის და შვეიცარიის ჰიტ-პარადებში. ალბომის მთავარმა სინგლმა 1992 წლის I Will Always Love You”-ს  რეკორდიც კი გაიმეორა.

უიტნი გინესების რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, როგორც ყველაზე მეტი ჯოლდოს მფლობელი;

გრემის დაჯილდოებაზე მის პატივსაცემად სიმღერას ჯენიფერ ჰადსონი შეასრულებს.

R.I.P. Whitney, rest in peace….