Home ვარსკვლავები

1. 2009 წლის 26 თებერვალი

1. ჟიზელ ბიუნდჰენი და ტომ ბრეიდი
ჟიზელ ბიუნდჰენი დაქორწინდა ტომ ბრეიდიზე კალიფორნიაში, სანტა მონიკაში. ეს სურათი კი ინსტაგრამზე დაპოსტა მათი ქორწინებიდან 5 წლის იუბილის აღსანიშნად.

2. 2011 წლის პირველი ივლისი

ქეით მოსი და ჯეიმი ჰინსი
ქეით მოსი ჯონ გალიანოს მიერ სპეციალურად მისთვის შექმნილ საქორწინო სამოსში გამოწყობილი დაქორწინდა ჯეიმი ჰინსზე პატარა სოფელ საუსროპში, გლუჩესტერში.

3. 2009 წლის პირველი აგვისტო

3. RDurham
რია დურამი “მარკესას” კაბით 8 წლის ურთიერთობის შემდგომ დაქორწინდა მარკ უალბერგზე ბევერლი ჰილსში.

4. 2013 წლის რვა სექტემბერი

4. bette-franke
ბეტ ფრენკი მისთხოვდა ილია კორნელიზს, ეკონომისტს, 2013 წლის სექტემბერში. პატარძლის სამოსი მარტივი საშუალო ზომის მაქმანიანი კაბა გახლდათ გრძელი სახელოებით. ეს შესანიშნავი ფოტო კი მან თავად დაპოსტა საკუთარ ინსტაგრამზე.

5. 2013 წლის 31 აგვისტო

5. kendra-spears
კენდრა სპირსი გახდა პრინცესა, მას შემდგომ, რაც ის აგა ხანის უფროს ვაჟს, პრინც რაჰიმს გაჰყვა ცოლად. წყვილი ტრადიციული მუსლიმანური რიტუალით დაქორწინდა ახლობლების წრეში შატო ბელერივში, ჟენევის ტბის მახლობლად, შვეიცარიაში. პატარძალს ეცვა სარი, ოქროსფერსა და სპილოსძვლისფერში, დელიკატურ სამკაულებთან, სანდლებთან და ნაზ შინიონთან შეხამებით.

6. 2013 წლის 23 ივნისი

6. mmissoni
მარგარიტა მისონი ცოლად მრბოლელ ეუხენიო ამოსს გაჰყვა ღვთისმშობლის გამოცხადების ტაძარში მის მშობიურ ქალაქ ბრუნელოში. პატარძალმა რჩევისთვის მეგობარ ჯამბატისტა ვალის მიმართა – მანაც აბრეშუმის, ორგანზის და ყვავილოვანი ნაქარგისაგან შეკერილი გრძელმკლავიანი კაბა დაუმზადა.

7. 2013 წლის 6 ივლისი

7. Florence
ფლორენს ბრუდენელ–ბრიუსი ცოლად გაჰყვა ჰენრი სეინტ ჯორჯს სამხრეთ საფრანგეთში.

8. 2011 წლის მარტი

8. Carol-Trentini
კაროლინ ტრენტინიმ მეუღლედ ფაბიო ბარტლეტი აირჩია. მათი ტრადიციული საქორწინო ცერემონია მათ სამშობლოში – ბრაზილიაში შედგა, საქორწინო მოგზაურობა კი ბორა–ბორაზე გაატარეს.

9. 2010 წლის 9 ივნისი

9. CRocha
კოკო როჰა ჯეიმს კონრანს ზაკ პოზენის კაბით მისთხოვდა.

10. 1985 წლს 27 დეკემბერი

10. YLeBon
დიურან დიურანის მომღერალმა იასმინ პარვენე პირველად ერთ–ერთ ჟურნალში შენიშნა და დაუკავშირდა მის სააგენტოს, რათა მოდელის საკონტაქტო ინფორმაცია შეეტყო. გოგონამ უარჰყო წინადადება და უთხრა, რომ მასთან ურთიერთობას როდ სტიუარტთან ურთიერთობაც კი ერჩივნა. კაცმა თავისი გაიტანა და სადღეისოდ მათ მოდელების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება აკავშირებთ.

11. 2011 წლის 5 სექტემბერი

11. Lauren
ლორენ ბუში და რალფ ლორენის მემკვიდრე დევიდი დაქორწინდნენ კოლორადოში. მათი ქორწილის თემა როდეო იყო. პატარძალს მამამთილის მიერ შეკერილი კაბა ეცვა. აბა, როგორ?

12. 2011 წლის 19 ივლისი

12. ARubik

ანია რუბიკი მოდელ საშა კნეჟევიჩს მაიორკაზე გაჰყვა ცოლად. ემილიო პუჩის (დიზაინერი პიტერ დუნდასი) კაბა სპეციალურად პატარძლისათვის იყო დამზადებული.

13. 1985 წლის 23 მარტი

13. CBrinkley

კრისტი ბრინკლისა და ბილი ჯოელის ქორწილი ნიუ იორკში გაიმართა. ეს იყო მეორე ქორწინება ორივესათვის და მას შემდგომ, რაც ისინი დაშორდნენ 1994 წელს, ქალბატონი კიდევ ორჯერ გათხოვდა.

14. 1990 წლის 21 ნოემბერი

14. JHall

ბალიზე გაიმართა ჯერი ჰოლისა და მიკ ჯაგერის ქორწილი. როდესაც მიკი გაიცნო, ქალი ბრაიან ფერიზე იყო დანიშნული. საპტარძლოს ორი სამოსი ჰქონდა. ერთი – ენტონი პრაისის თეთრი კაბა და მეორეც – კუნძულ ბალის ტრადიციული სამოსი.

15. 2010 წლის 16 მაისი

15. LStone

ჟივენშის თეთრსა და ოქროსფერ კაბაში გამოწყობილი ლარა სტოუნი დაქორწინდა დეივიდ უილიამსზე ლონდონში. ცერემონია ტრადიციული იყო. მოგვიანებით, მიღებისათვის პატარძალი ოქროსფერ მინი კაბაში გამოეწყო.

16. 1966 წლის 21 იანვარი

16. PBoyd

პატი ბოიდი ჯორჯ ჰარისონს ცოლად მარი ქუანტის კაბაში გაჰყვა. ხელი ეპსომის სარეგისტრაციო ოფისში მოაწერეს, პირდაპირ A Hard Day’s Night – ის გადაღებების შემდგომ. მართალია 1977 წელს განქორწინდნენ (შემდგომ ერიკ კლეპტონთან ერთად შექმნა ოჯახი), მაგრამ მის ავტობიოგრაფიული წიგნში – Wonderful Tonight, წერდა, რომ ის ყოველთვის ნანობდა, რომ ჰარისონთან ურთიერთობას არ მისცა მეორე შანსი.

17. 1999 წლის 22 ივნისი

17. STennant

სტელა ტენანტი ფრანგ ფოტოგრაფ დეივიდ ლასნეტს შოტლანდიაში, მის მშობლიურ ქალაქ ოქსნამში გაჰყვა. პატარძალს ჰელმუტ ლანგის კაბა ამშვენებდა.

18. 2002 წლის 25 მაისი

18. CSchiffer
კლაუდია შიფერი გაჰყვა მეთიუ ვონს მას შემდგომ, რაც პროდუსერმა მას ხელი სთხოვა. ქორწილი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ მოდელმა საჯარო ბილიკის გადაკეტვის უფლებაც კი მოიპოვა საფოლკის ელისაბედურ სასახლეში, სადაც წყვილმა ერთმანეთს ერთგულება შეჰფიცა. სუპერმოდელს” კლასიკური, თითქმის ზღაპრული” ვალენტინოს კაბა ეცვა.

19. 2012 წლის ივნისი

19. ADeyn
აგნეს დეინი და ჯოვანი რიბისი 2012 წლის ივნისში ლოს ანჯელესის საჯარო რეგისტრატორის ოფისში დაქორწინდნენ.

20. 2011 წლის მაისი

20. laldridge
ლილი ალდრიჯი დაქორწინდა “Kings Of Leon”-ის სოლისტ კალებ ფოლოუილზე გლამურულ სასტუმრო San Ysidro Ranch – კალიფორნიაში. “Victoria’s Secret”-ის მოდელს ეცვა ვერა ვანგის ხელთნაკეთი უბრეტელო კაბა.

21. 2011 წლის აპრილი

21. Natasha
ნატაშა პოლიმ და დანიელმა ბიზნესმენმა პიტ ბეკკერმა სამ-დღიანი წვეულებით აღნიშნეს შეუღლება. მოდელი ჟივენშის გრძელ-სახელოიანი თეთრი კაბით და თმაში ყვავილებით ასრულებდა პირველ ცეკვას ქმართან, ლეონა ლიუისის ცოცხალი შესრულების ქვეშ – 200 სტუმრის წინაშე.

22. 2010 წლის ნოემბერი

22. DoutzenKroes
დოუტზენ კროესი პრონოვიასის კაბით დაქორწინდა DJ სანერი ჯეიმსზე პატარძლის მშობლიურ ქალაქ ისტერმარში, ჰოლანდიაში. პრივატულ ცერემონიას ოცდაათამდე ახლობელი და მეგობარი ესწრებოდა. მოდელი ორსულად იყო და ქორწინებიდან ორი თვის თავზე იმშობიარა კიდეც.

23. 2011 წლის 2 სექტემბერი

23. MRonsonJdelaBaume
ჯოზეფინ დე ლა ბაუმი ზაკ პოზენის კაბაში გამოწყობილი დაქორწინდა მარკ როსონზე სამხრეთ საფრანგეთში.

შენ რას იტყვი?